ჭარბი წონის პრობლემას უგლენკო პრაქტიკაში არაერთხელ შეხვედრია და ჭარბ წონას იმუნიტეტის დაქვეითებად, სახსრებში დეგენერატიულ ცვლილებებად მიიჩნევდა. სწორედ ამიტომ, პროფესორმა შეიმუშავა დიეტური პროგრამა, რომლის წყალობითაც უამრავი ადამიანი გაუმკლავდა სიმსუქნეს.
ექიმ უგლენკოს დიეტა
- პირველი საუზმე 9 საათზე
მიირთვით ერთი ფინჯანი ნატურალური ყავა ან მწვანე ჩაი 1 ჩ.კ. თაფლთან ერთად. - მეორე - 11საათზე
მიირთვით ერთი მოხარშული ქათმის კვერცხი და 8 ცალი შავი ქლიავის ჩირი. - სადილი 14 საათზე
200 გ მოხარშული საქონლის ხორცი ან 1 ქათმის მკერდი ცხიმისა და კანის გარეშე. გარნირად მოამზადეთ 100 გ სალათი თეთრთავა კომბოსტოსა და სტაფილოსგან. ამავე სადილზე უნდა მიირთვათ ერთი ცალი ფორთოხალი. - ვახშამი 19 საათზე
30 გ მაგარი ყველი და 1 ვაშლი ან ფორთოხალი. - დაძინებამდე 1 საათით ადრე
200 გ ნატურალური მაწონი.
ასეთი ათდღიანი კურსით მოიცილებთ 3-5 კგ წონას. გახსოვდეთ, რომ კურსის განმეორება ორ თვეში ერთხელ შეგიძლიათ.