» » » ხორვატის დიეტა - იმ ადამიანების გადარჩენის გზა, რომლებიც დაიღალნენ საკვები შეზღუდვებით

ხორვატის დიეტა - იმ ადამიანების გადარჩენის გზა, რომლებიც დაიღალნენ საკვები შეზღუდვებით

ჩეხი დიეტოლოგის, ექიმ ხორვატის დიეტა გათვლილია იმ პუტკუნა ადამიანებზე, რომელთა წონაც ათემატება 80 კილოგრამს. იგი საშუალებას გვაძლევს, მშვიდად და გარანტირებულად შევამციროთ წონა ოპტიმალურ მაჩვენებლამდე, რომლის დროსაც ადამიანს უკვე ვეღარ უწოდებთ "მსუქანს".

ესაა დიეტა შიმშილისა და მკაცრი აკრძალვების გარეშე, რომლებიც, ჩვეულებრივ, ორგანიზმს გახდომასთან ერთად სტრესსა და ნეგატიურ შედეგებსაც უქადის. მისი დავალებაა ასწავლოს საკვები დარღვევების მქონე ადამიანს სწორი და ბალანსირებული კვება.

დიეტის მენიუს კალორიულობა საკმაოდ მაღალია - დღეში 1500-1700 კკალ. ეს ისაა, რაც სჭირდება მსუან ადამიანს ჯანმრთელობისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც სხეულის მასის თანდათანობით შემცირებას ჰპირდება.


ვინაიდან, როგორც წესი, ჭარბი წონით დაავადებულები დღეში ნორმაზე ორ-სამჯერ მეტ კალორიას მოიხმარენ, კალორაჟის შემცირება მათ მნიშვნელოვან შედეგს მოუტანს.

ექიმ ხორვატის დიეტა 2 კვირაზეა გათვლილი. ამ დროში თქვენ დაიკლებთ 4-6 კგ-ს, შემდეგ კი უნდა შეამციროთ ულიფები 1/5-ით და გააგრძელოთ კვება იგივე სქემით.


ამ დიეტის მენიუში შედის ჩვეულებრივი პროდუქტები. ამიტომ, დიეტის დაწყებისას ვერც იგრძნობთ, რომ რამე შეიცვალა, უბრალოდ ისწვალით ამ პროდუქტის ზომიერ და სწორი კომბინაციებით მიღებას. გთავაზობთ მიახლოებით მენიუს ოთხ დღეზე.


დიეტა 80+ კილოგრამზე
პირველი დღე
  1. საუზმე: მაგრად მოხარშული კვერცხი, სრულმარცვლოვანი პური(50გ), ყავა თაფლით(1 ჩ.კ.);
  2. მეორე საუზმე: საშუალო ზომის მწვანე ვაშლი;
  3. სადილი: 150 გ უცხიმო საქონლის ხორცი, 100 გ კარტოფილი, მწვანილის სალათი ლიმონის წვენით, ჩაი 1 ჩ.კ. თაფლით;
  4. სამხარი: 0.5 ლ კეფირი და საშუალო ზომის მსხალი;
  5. ვახშამი: 100 გ უცხიმო შებოლილი თევზი, მოხარსული კვერცხი, მოხარშული ბოსტნეული 10 გ კარაქით, ხილის წვენი.


მეორე დღე
  1. საუზმე: ნახევარი მდნარი ყველი, ყავა თაფლითა და მსხვილმარცვლოვანი პურით;
  2. მეორე საუზმე: ერთი გრეიფრუტი;
  3. სადილი: 100 გ მოხარშული ქათმის ფილე, 2 კარტოფილი, ახალი კიტრი;
  4. სამხარი: მომცრო ზომის მსხალი;
  5. სადილი: 2 კვერცხისა და ლორის ომლეტი, პომიდორი, ხილის წვენი.


მესამე დღე
  1. საუზმე: 1 ნაჭერი ლორი, ყავა თაფლით, სრულმარცვლოვანი პური;
  2. მეორე საუზმე: საშუალო ზომის ფორთოხალი;
  3. სადილი: 150 გ უცხიმო საქონლის ხორცი, 200 გ კარტოფილი, სტაფილო;
  4. სამხარი: 1 ჭიქა ხილის წვენი;
  5. ვახშამი: 2 გამომცხვარი კარტოფილი, 50 გ უცხიმო ხაჭო, მინერალური წყალი გაზის გარეშე.


მეოთხე დღე
  1. საუზმე: ყავა თაფლით, 100გ პური;
  2. მეორე საუზმე: წვრილად დახეხილი სტაფილო ზეითუნის ზეთით;
  3. სადილი: 100 გ მოხარშული ქათმის ფილე, 2 მომცრო გამომცხვარი კარტოფილი, გაზგასული მინერალური წყალი, ორი ნაჭერი საზამთრო;
  4. სამხარი: ყავა თაფლითა და რძით;
  5. ვახშამი: 200 გ გამომცხვარი სოკო, მწვანილი, მინერალური წყალი გაზის გარეშე.


გისურვებთ წარმატებებს და ჯანსაღად გახდომას!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.