» » » უნიკალური დიეტა ფორთოხლითა და კვერცხით: როგორ მოვიცილოთ 2 ზომა სწრაფად, კორპორატივამდე

უნიკალური დიეტა ფორთოხლითა და კვერცხით: როგორ მოვიცილოთ 2 ზომა სწრაფად, კორპორატივამდე

ჩვენ ვცვლით რაციონს და ვატარებთ საღამოს სპორტ-დარბაზში, უარს ვამბობთ საყვარელ ტკბილეულებზე და გვეზიზღება წიწიბურა და ბოსტნეული. ეს ყველაფერი კი ამაოდ - ჭარბი წონა ჩვენზე რჩება, არ გვტოვებენ. ეს მხოლოდ ერთ რამეს მიანიშნებს: ყველაფერს არასწორად აკეთებთ! დროა, რაღაც შეცვალოთ.



კვერცხისა და ფორთოხლის დიეტას ცილოვან მონოდიეტასაც უწოდებენ. იგი პოპულარული გახდა საკმაოდ დიდი ხნის წინ, რაც მისი შედეგების დამსახურებაა. ასეთი კვებით 1 დღეში 1 კგ-ს დაიკლებთ. ეს კი მინიმუმია. თუმცა, აქვე უნდა გაგაფრთხილოთ: ნუ გაგიტაცებთ ეს დიეტა. მისი ხანგრძლივი დაცვა იწვევს საკვები ნივთიერებების უკმარისობას, ამიტომ მაქსიმალური ვადაა 2 კვირა. თუ ძირითად კომპონენტებზე ალერგია გაქვთ, უარი თქვით გახდომის ამ საშუალებაზე!

კვერცხი და ფორთოხალი - უცნაური, თუმცა მძლავრი ტანდემი


რატომ ითვლება ამ დიეტის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტად კვერცხი? ასეთი ჩვეულებრივი საკვები 12 ვიტამინისა და ცილის წყაროა. თუ მას ათობით სხვა პროდუქტს შეადარებთ, მისი კალორიულობა საკმაოდ დაბალიცაა - 157 კკალ 100 გრამზე. ლეციტინი, რომელიც კვერცხში დიდი რაოდენობითაა, კარგად მოქმედებს მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე.
რაც შეეხება ფორთოხალს, მისი მისიაა, ორგანიზმი ყველა აუცულებელი ვიტამინებით მოამარაგოს დიეტის დროს. ცელულოზით გაჯერებული ხილი, ასევე, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებსა და შლაკებს.


ამ ყველაფერთან ერთად, დიეტური კვების დროს აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხე. დიეტოლოგები საუბრობენ 2 ლ წყალზე. ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი, სუფთა, არაგაზიანი წყალი ან უშაქრო მწვანე ჩაი.

კვირის მენიუ
ორშაბათი
  • ნახევარი ფორთოხალი და 2 კარგად მოხარშული კვერცხი საუზმეზე;
  • ფორთოხალი (დანაყრებამდე) ან 150 გ სალათი ბოსტნეულითა და მწვანილით, 150 გ მოხარშული ქათმის ფილე სადილზე;
  • 150 გ მოხარშული ქათმის ფილე, 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, გრეიფრუტი ვახშამზე.
სამშაბათი
  • ნახევარი ფორთოხალი და 2 მაგრად მოხარშული კვერცხი საუზმეზე;
  • 200 გ სალათი ბოსტნეულითა და მწვანილით, 150 გ მოხარშული ქათმის ფილე სადილზე;
  • 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, გრეიფრუტი, 200 გ სალათი ბოსტნეულითა და მწვანილით, ტოსტი ვახშამზე.
ოთხშაბათი


  • ნახევარი ფორთოხალი და 2 მაგრად მოხარშული კვერცხი საუზმეზე;
  • ტოსტი, პომიდორი, 50 გ უცხიმო ყველი(დანაყრებამდე) ან 200 გ სალათი კიტრით, 150 გ ქათმის ფილე სადილზე;
  • 150 გ ქათმის ფილე, 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, გრეიფრუტი ვახშამზე.
ხუთშაბათი


  • ნახევარი ფორთოხალი და 2 მაგრად მოხარშული კვერცხი;
  • 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, ნებისმიერი მოხარშული ბოსტნეული სადილზე;
  • 150 გ მოხარშული თევზი, ფორთოხალი, 150 გ ბოსტნეულის სალათი ვახშამზე.
შაბათი


  • ნახევარი ფორთოხალი და 2 მაგრად მოხარშული კვერცხი საუზმეზე;
  • ფორთოხალი (დანაყრებამდე) ან 150 გ მოხარშული ხორცი, 3 პომიდორი სადილზე;
  • 200 გ ბოსტნეულის სალათი და 150 გ მოხარშული ქათმის ფილე ვახშამზე.
კვირა
  • ნახევარი ფორთოხალი და 2 მაგრად მოხარშული კვერცხი საუზმეზე;
  • ფორთოხალი, 200 გ ბოსტნეული, 150 გ მოხარშული ქათმის ფილე სადილზე;
  • 200 გ ბოსტნეულის სალათი და 150 გ მოხარშული ქათმის ფილე ვახშამზე.
დიეტიდან გამოსვლა აუცილებელი არაა, თუმცა სპეციალისტები მაინც გვირჩევენ, რომ პროდუქტები, რომლებიც არ შედის დიეტური რაციონის სიაში, თანდათან უნდა დაიმატოთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.