ნუთუ ეს შესაძლებელია? ეპიდემიაა თუ რა ხდება? რაღაც გაგებით, შეგიძლიათ ასეც უწოდოთ. უბრალოდ ეს დაავადების ეპიდემია კი არა, არარსებულის განკურნებისა და ქალის დაშინების მცდელობაა.
მედიცინა ერთგვარი ბიზნესია, რომლის მცოდნეებიც კარგად მოითბობენ ხელებს სხვისი უბედურებით. რა თქმა უნდა, არსებობენ კეთილსინდისიერი ექიმები, რომლებიც გვეხმარებიან და, თითქოს, უიმედო სიტუაციებში გვეხმარებიან. ისინი იმსახურებენ აღიარებასა და მადლიერებას, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა ექიმი ასეთი არაა. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ ფულის კეთებას ცდილობენ და ამაში ქალების ფობიებს იყენებენ.
დღეს რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ გადაიზრდება გინეკოლოგიური დაავადებები ფობიებში, რა უნდა იცოდეს თანამედროვე ქალმა საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ და როგორ უზრუნველყოს უსაფრთხოება.
მიუხედავად კარგი ექიმების არსებობისა, არსებობენ ისეთი მედიცინის მუშაკები, რომლებიც დიაგნოზებს "იგონებენ" და ქალბატონებს "მკურნალობენ" არარსებულ დაავადებს საკმაოდ სოლიდური თანხების სანაცვლოდ. შედეგად, ჯანმრთელობაზე ზრუნვა ქალის ფობიაში გადაიზრდება. ფსიქიატრები ფობიის ქვეშ მოიაზრებენ დაავადებას, რომელიც გამოიხატება მუდმივი, აუხსნელი შიშით. ხშირად, ასეთი შიში ვერ აიხსნება ლოგიკურად, თუმცა შეიძლება იყოს ხელოვნური და ადამიანის მიერ გამოწვეული, სხვა ინდივიდის ფსიქიკის დასაკნინებლად.
როგორც კი ქალი გინეკოლოგიურ დაწესებულებაში მოხვდება, მაშინვე იწყება დასინების პროცესი. მთელი უბედურება იმაშია, რომ გინეკოლოგიური დიაგნოზები უკვე გადადის ფსიქიატრიულ ფობიებში. ხშირად, ეს არცაა ნამდვილი დიაგნოზი, არამედ რაღაც არარსებული წვრილმანები და აღმოჩენები ანალიზებში. ასეთი ფობიები სულ უფრო იზრდება რაოდენობაში, რაც ადამიანთა ცხოვრებაზე უკიდურესად ნეგატიურად აისახება.
თანამედროვე ფობიები, რომლებიც ქალბატონებს აწუხებთ
- აპვ
ექიმები, რატომღაც, ათანაბრებენ ადამიანის პაპილომა ვირუსსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს დონეებს. ისინი აპვ ანალიზზე დადებით პასუხს გარდაქმნიან მრავალწლიან მკურნალობად, ცდილობენ, დაშინებული ქალი საშინელი დაავადებისგან გაათავისუფლონ.
ბუნებრივია, როცა გესმით სიტყვა "კიბო", არ ფიქრობთ არაფერ სხვაზე, გარდა მკურნალობისა. საბოლოო ჯამში, ქალბატონი ხარჯავს დიდ დროსა და თანხებს იმ "კიბოს" მკურნალობაში, რომელიც 99%-ით არ აქვს.
თუმცა, გინეკოლოგები მას არწმუნებენ, რომ ბედნიერთა რიცხვში იგი არ ხვდება, ვინაიდან ყველაფერი უკვე გართულებულია, თავადაა დამნაშავე, ადრე რომ არ მოვიდა. აი თქვენ ფობიაც" ცხოვრობთ საშინელი დაავადების გაჩენის შიშით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არგუმენტირებული არაა. - დამალული ინფორმაცია
ეს მითიური უხილავი ინფექციები მოსახერხებელი გასამართლებელი საშუალებაა ექიმის შეცდომისთვის. თუ ბავშვი დაკარგეთ, ამას ორი ალტერნატიული მიზეზით ხსნიან: ფარული ინფექცია, რომელიც თავის ნებაზე მიუშვით და არ იმკურნალეთ, ან პროგესტერონის უკმარისობა. მეორე - ეს ცალკეული ისტორიაა. სწორედ ამის გამო, ქალბატონი თვლის, რომ ფარული ინფექციის მიშვება და ბავშვის დაკარგვა მისი ბრალი იყო. აქვე ჩნდება შიში. - ბაქტერიები
ჩვენ ღრმა ბავშვობიდან გვაშინებენ ვირუსებითა და ბაქტერიებით. გინეკოლოგებიც ასე აშინებენ ქალებს ვაგინაში ბაქტერიების არსებობით. ვის არ ეშინია ამის? პირველ ადგილას აქ, ალბათ, ურეაპლაზმოზია. ექიმები მას წლობით მკურნალობენ, წამლავენ პაციენტებს სამი სახის ანტიბიოტიკებით ერთდროულად.
რაზე არ მიდიან ქალები ამ საშინელი დაავადების სამკურნალოდ: ლიტრობით ქიმიური ხსნარები, სქესობრივი კონტაქტისთვის თავის არიდება თვეების მანძილზე. რთულია იმის დათვლა, თუ რამდენი ოჯახი დაინგრა ამ "დაავადების" გამო, რომელიც საერთოდ არ საჭიროებს მკურნალობას. - ვაგინის სისუფთავის დონე
ბაქტერიები ვაგინაში - ნებისმიერი ქალის კოშმარია. ღმერთმა ნუ ქნას, თუ ნაცხის ანალიზის შემდეგ მეორე ან მესამე ხარისხის სისუფთავეს დაადგენენ, თანაც ბაცილებისა და კოკების ჩათვლით. არ აქვს მნიშვნელობა, რომ ნაცხი არასწორად იქნა აღებული, ხოლო აღწერილი - თაღლითურად, მთავარია - დაგაშინონ.
სისუფთავის ამ დონეებით არამხოლოდ გაშინებენ, არამედ ქალის თავმოყვარეობასაც ლახავენ. ექიმი ზის მთელი თავისი სიდიადით და გიყვებათ, რომ სისუფთავის მეორე დონე ნორმა კი არა, საშინელებაა. ამასთან, გიყურებთ, როგორც რაღაც ბინძურს და საზიზღარს. ამის შემდეგ ვის არ შეეშინდება ნაცხისა და ბაქტერიების? - ანალიზების შედეგები
აქედან გამომდინარეობს კიდევ ერთი ფობია, რომელიც თითოეულ ქალში ცხოვრობს. ჩვენ ძალიან გვეშინია ანალიზების შედეგების მიღებისა. გვეშინია მომატებული ლეიკოციტების, ბაქტერიების ან სხვა მილიონი ფაქტორისა, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს.
ანალიზების შედეგებით განსაკუთრებით აშინებენ ფეხმძიმეებს, ნებისმიერი ქალი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბავშვი შეინარჩუნოს, ამიტომაც თანხმდება ნებისმიერ მკურნალობაზე. ესეც სარგებელი. - მამაკაცური ჰორმონები
ეს ფობია ახალგაზრდა ქალბატონებს აქბთ, რომლებმაც უეცრად აღმოაჩინეს თმა იქ, სადაც არ იყო საჭირო(მათი აზრით), ამას კიდევ თუ მენსტრუაციის დარღვევები მოჰყვა ხომ საერთოდ.. ასე ხდებით ჰორმონალური თერაპიისთვის იდეალური კანდიდატი. მთავარია, ქალი ანკესზე წამოაცვათ და დააშინოთ. უნაყოფობითა და მსგავსი საშინელი შედეგებით დაშინება ექიმების ბინძური თამაშის ნაწილია.