» » » ხალხური რეცეპტები, რომლითაც შეძლებთ საშვილოსნოდან სისხლდენის მკურნალობას

ხალხური რეცეპტები, რომლითაც შეძლებთ საშვილოსნოდან სისხლდენის მკურნალობას

ბევრი გინეკოლოგიური დაავადების სიმპტომი შეიძლება იყოს სისხლდენა საშვილოსნოდან. ამ სისხლდენებს ყოფენ მეტრორაგიად, ანუ მენსტრუაციასთან არ არის დაკავშირებული.
მეტრორაგია შეიძლება შეიმჩნეოდეს ნებისმიერ ასაკში და არ აქვს არანაირი კავშირი მენტრუაციასთან. სისხლდენების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს არასაშვილოსნო ორსულობა, ორსულობის დარღვევა, საშვილოსნოს ანთება, ასევე "აბორტის" შემდეგ.

ამ დაავადებასთან ბრძოლაში მოგვეხმარება ხალხური მედიცინა:

რეცეპტი 1
1 ჭიქა წყალში მოვხარშოთ 30 გრამი კოწახურის ქერქი. ნახარში მივიღოთ 1 სუფრის კოვზი, დღეში რამდენჯერმე.

რეცეპტი 2
200 მილილიტრი მდუღარე წყალში მოვხარშოთ 1 ჩაის კოვზი ავშნის ბალახი, როდესაც ნაყენი გაცივდება, გავფილტროთ.
მივიღოთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე 0,3 ჭიქა.
ნაყენის მიღებას იწყებენ მენსტრუაციამდე 1 კვირით ადრე და ამთავრებენ მენსტრუაციის 5 დღის შემდეგ.

რეცეპტი 3
2 ლიტრ წყალში მოვხარშოთ 7 ფორთოხალი, იქამდე სანამ წყლის 1/3 არ აორთქლდება.
მივიღოთ 150 მილილიტრი, 3-4-ჯერ დღეში, დავუმატოთ შაქარი, გემოვნებით.

რეცეპტი 4
1 ჩაის კოვზი შვიტას დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყენოთ, თბილად შევფუთოთ, 30 წუთით, გავფილტროთ. ძლიერი სისხლდენების და ტკივილების დროს მივიღოთ 1 სუფრის კოვზი ყოველ 2 საათში ერთხელ. როდესაც ტკივილები და სისხლდენა გაივლის მივიღოთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.

რეცეპტი 5
1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებულ წყლის წიწაკას დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყენოთ 1 საათით. მივიღოთ 3-ჯერ დღეში 1 სუფრის კოვზი.

რეცეპტი 6
1 სუფრის კოვზი გამშრალი ჭინჭრის ფოთოლი მოვხარშოთ 1 ჭიქა წყალში დავაყენოთ 30 წუთი. დავლიოთ 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.