» » » მითები: 5 გინეკოლოგიური დაავადება, რომლებიც საერთოდ არ არსებობს

მითები: 5 გინეკოლოგიური დაავადება, რომლებიც საერთოდ არ არსებობს

გინეკოლოგიური დაავადებები ნებისმიერი ქალბატონისთვის კოშმარია. გინეკოლოგთან ვიზიტი მუდმივად დაკავშირებულია შფოთვასთან, ხოლო თუ ექიმი იტყვის, რომ რაღაც არ არის რიგში, ქალი მზადაა, მთელი ქონება გასცეს ამ დაავადების სამკურნალოდ. თუმცა, არის კი ყველა დიაგნოზი სანდო?



ზოგიერთი დიაგნოზი ქალში შიშსა და სტრესს იწვევს, თუმცა, რეალურად, იგი სულაც არაა საშიში, ზოგიერთი კი საერთოდ არც კი არსებობს. Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ გინეკოლოგების ყველაზე გავრცელებულ არარსებულ დიაგნოზებზე.

გინეკოლოგიური დაავადებები
  1. საშვილოსნოს ყელის ეროზია
    დიაგნოზი, რომელიც მხოლოდ პოსტსაბჭოურ სივრცეში არსებობს. მთელი მსოფლიოს ექიმები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საშვილოსნოს ყელზე ცვლილებები ნორმალურია და დაკავშირებულია განსაკუთრებულ ფიზიოლოგიურ მდგომარეობასთან. ამასთან, ეროზია მხოლოდ სხვა დაავადებების სიმპტომი შეიძლება იყოს, თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ ითვლება ცალკე დიაგნოზად.
    ამ დაავადებასთან ერთად, ექიმებს უყვართ ადამიანის პაპილომის ვირუსის დიაგნოსტირებაც. მაშინც ქალს ძვირადღირებული თერაპია ენიშნება, რომელიც არავითარ შედეგს არ გამოიღებს - პაპილომა ხომ არ იკურნება.



  2. საკვერცხეების ქრონიკული ანთება
    ეს ის დიაგნოზია, რომელიც, თავის დროზე, მეც დამისვეს. საშინლად ჟღერს, არა? მეც ასე მეჩვენებოდა. ექიმს დავუჯერე, შევიძინე პრეპარატების მთელი ეს უსასრულო სია და გავიარე ანტიბიოტიკების კურსი. აი, ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საკვერცხეების ქრონიკული ანთება არ მქონია და ეს დიაგნოზი ერთი ულტრაბგერითი გამოკვლევის შემდეგ არ ისმება.
    ამით იმის თქმა მინდა, რომ არ უნდა დაუჯეროთ ამ დიაგნოზს, სანამ ყველა საჭირო გამოკვლევას არ ჩაიტარებთ. ხშირად, ექიმები ამ დიაგნოზს სვამენ, როცა პაციენტები მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილს უჩივიან. ეს საკმარისი არაა იმისთვის, რომ ანთების დიაგნოზი დაისვას. ამასთან, იგი შეუძლებელია, იყოს ცალკეული დაავადება, რადგან ეს, ხშირად, სხვა დაავადების სიმპტომია. მისი მკურნალობაც საწყის მიზეზთან ერთად უნდა მოხდეს.



  3. ურეაპლაზმოზი
    კიდევ ერთი მითიური ქმნილება, რომელიც გინეკოლოგიის სამყაროში გაჩნდა. ბაქტერები Ureaplasma parvum და Ureaplasma urealyticum, ნორმაში, უწყინარი არიან და საერთოდ არ მოქმედებენ მენსტრუალურ ციკლზე, მითუმერეს, ნაყოფიერებასა და ფეხმძიმობაზე. ურეაპლაზმები, შესაძლოა, მონაწილეობდნენ ანთებით პროცესებში, თუმცა, ხშირად, ისინი გვხვდება შარდგამომყოფ გზებსა და შარდის ბუშტში, იწვევენ ურეტრიტს, ცისტიტსა და სხვ.
    ურეაპლაზმოზი, როგორც ცალკეული დაავადება, არ არსებობს: ნაცხში ურეაპლაზმების აღმოჩენა ჯერ კიდევ არ მეტყველებს რომელიმე დაავადების არსებობაზე. ეს ნორმალური მიკროფლორის ნაწილია, განსაკუთრებით ჯიუტი ექიმები კი, რომლებსაც დამატებითი გამოკვლევების ჩატარება არ სურთ, ცდილობენ ამ ბაქტერიების ორგანიზმიდან გამოდევნას, რატომ? - ეს თვითონაც არ იციან!



  4. მიკოპლაზმოზი
    საქმე ისაა, რომ ეს ძალიან განზოგადებული დიაგნოზია და მისი არსებობა შეუძლებელია. მიკოპლაზმის ორი სახე არსებობს, რომლებსაც კავშირი აქვს სასქესო სისტემასთან: Mycoplasma genitalium და Mycoplasma hominis. პირველი - ესაა ინფექცია, რომელიც სქესობრივი გზით გადადის. იგი იწვევს არასპეციფიკურ სიმპტომებს(ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, უჩვეულო გამონადენი და სხვ.) და აუცილებელია მკურნალობა.

    მიკოპლაზმის ამ სახეობის აღმოჩენა მხოლოდ ნაცხის გამოკვლევითაა შესაძლებელი, ისიც პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით. სხვა მეთოდებით ვერ დადგინდება მისი არსებობა, ამიტომ, ნუ დაეყრდნობით ამ დიაგნოზს და ნურც იმ ექიმს, რომელიც ანალიზების გარეშე სვამს მას.

    მეორე სახის მიკოპლაზმა - მიკროფლორის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოსახლეა. ჯანმრთელ ქალში, ნორმალური იმუნიტეტით, იგი არ იწვევს არავითარ ანთებით პროცესს. იშვიათად, ბაქტერია იწვევს ანთებით დაავადებებს და, ხშირად, ეს იმუნიტეტის დასუსტების ან მძიმე დაავადებების შედეგია.
    მსგავსი მიკოპლაზმის არსებობა ნაცხში დაავადების არსებობაზე არ მიუთითებს. თუ არ არსებობს სიმპტომები, სხვა გამოკვლევები, მკურნალობაც არაა საჭირო.



  5. გარდნერელეზი
    Gardnerella vaginalis - ეს ბაქტერიაა, რომელიც მშვიდად ცხოვრობს ორგანიზმში და მსოფლიო ქალბატონების ნახევარი რაოდენობის ნაცხში გვხვდება. ამ მშვიდ ბაქტერიას რეპუტაცია შეულახა სხვა დაავადებამ - ვაგინოზმა. ეს ვაგინის მიკროფლორაში ბალანსის დარღვევაა: ლაქტობაქტერიების რიცხვი მცირდება, სხვა ბაქტერიების რაოდენობა კი იზრდება.

    ამ დაავადების წარმოქმნის მიზეზები შესწავლილი არაა, მაგრამ გარდენელები ნამდვილად არ არიან დამნაშავე. ასე, რომ სწორი დიაგნოზი ბაქტერიული ვაგინოზია, თუმცა მკურნალობა მიმართული უნდა იყოს არამხოლოდ გარდენელებზე, არამედ სხვა ბაქტერიების სრულ კომპლექტზე.


სამწუხაროდ, არსებობენ ისეთი ექიმები, რომლებიც მხოლოდ ფულის გამომუშავებაზე ფიქრობენ და არა მკურნალობაზე. თუ თქვენმა გინეკოლოგმა ასეთი საეეჭვო დიაგნოზი დასვა, მიმართეთ სხვა სპეციალისტს და მოითხოვეთ დამატებითი გამოკვლევები.

გისურვებთ ჯანმრთელობას!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.