აღმოსავლური მედიცინის რჩევები ყოველთვის მარტივი, თუმცა დიდი სიბრძნით სავსეა. მათში იპოვით პასუხს კითხვებზე, თუ როგორ უნდა გააუმჯობესოთ სხეულისა და სულის მდგომარეობა. რჩევების რედაქცია სწორედ მათ გაგიზიარებთ.
აღმოსავლური სიბრძნე
- გაიღიმეთ
იმდენად ხშირად, რამდენადაც შეგიძლიათ. როცა ძალა აღარ გაქვთ, როცა ფიქრობთ, რომ არ არსებობს გაღიმების მიზეზი, უბრალოდ მიიხედ-მოიხედეთ ირგვლივ. სამყარო მშვენიერია და სილამაზითაა სავსე, საჭიროა მისი კარგად დათვალიერება.
ღიმილი საუკეთესო წამალია ყველა დაავადებისა და უსიამოვნების წინააღმდეგ. როცა ადამიანი მოწყენილია ან ნერვიულობს, მისი ორგანოები გამოყოფს შხამებს, როგორც აღმოსავლური მედიცინა ამტკიცებს. თუმცა, თუ ადამიანი იღიმება, შეჰხარის გარშემოსამყაროს, ორგანიზმი საკუთარ თავს კურნავს. რთულია შინაგანი სიშვიდის შენარჩუნება, როცა ცხოვრებაში სირთულეები გხვდებათ, თუმცა სავსებით შესაძლებელია, გამოიმუშავოთ სწორი შეხედულება საგნებსა და მოვლენებზე. - ნაკლები ისაუბრეთ
ამაო საუბარი გართმევთ ენერგიასა და ძალას. აღმოსავლური მედიცინა გირჩევთ, ყურადღებით იყოთ იმასთან, თუ რას ამბობთ. სიტყვას ფასი აქვს მხოლოდ მაშინ, როცა დროულად და სწორ ადგილასაა ნათქვამი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ამაო, უსარგებლო სიტყვაა. - ნაკლები ინერვიულეთ
სათქმელად უფრო მარტივია, ვიდრე შესასრულებლად, მაგრამ მაინც.. არ ღირს, მუდმივად იფიქროთ წარსულსა და მომავალზე. ამით სულში იქმნით ნისლს, ეძებთ ზედმეტ მიზეზს შფოთვისთვის. ისწავლეთ კონცენტრაცია იმაზე, თუ რა ხდება ახლა. შეცვალეთ დარდი კონცენტრაციით, მაშინ ცხოვრება უფრო მარტივი გახდება. - განავითარეთ გონება
აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში "გონება" და "გული" ერთი სიტყვით გამოიხატება. აღმოსავლური სიბრძნე ირწმუნება, რომ, როგორც კი მოეშვებით შფოთვას საკუთარ ამბიციებზე და დაიწყებთ გულის განვითარებას, მაშინვე გათავისუფლდებით დაავადებებისგან. გაუშვით ფიქრები, გაწმინდეთ გონება, მაშინ ყველაფერი შეიცვლება. ამაში საუკეთესოდ დაგეხმარებათ მედიტაცია. - თავი სიცივეში, ფეხები - სითბოში
ალბათ, ეს წესი არაერთხელ მოგისმენიათ. იგი აუცილებლად უნდა დაიცვათ. ამის წყალობით, შეძლებთ, გათავისუფლდებთ თავში დაგროვილი ზედმეტი ენერგიისგან, რომელიც წნევის პრობლემებს აჩენს. ეს ენერგია მიმართეთ ფეხებში. თუ ფეხები თბილად გექნებათ, ხელს შეუშლით გულის შეტევას. ამიტომ დაიზილეთ ტერფები, გაახურეთ ისინი და გამოიმუშავეთ წინდებით ძილის ჩვევა. - შეცვალეთ კვების წესი
აღმოსავლურ მედიცინაში სული და სხეული განუყოფელი ნაწილებია. სწორედ ამიტომ, სხეულზე ზრუნვა აუცილებელია სულის ჰარმონიისთვისაც. აღმოსავლური მედიცინის ერთ-ერთი მთავარი წესი, რომელიც საკვებს ეხება - არ შეიძლება ზედმეტის ჭამა. საკვების გადამუშავებას სჭირდება დიდი რაოდენობით ენერგია. აღმოსავლელი ბრძენები თვლიან, რომ სიღორე და გაუმაძღრობა სიცოცხლეს ამოკლებს. მაგიდიდან უნდა ავდგეთ ნახევრად მშივრები, სანამ დანაყრებას ვიგრძნობთ.
ტრაპეზის შემდეგ გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, რათა ორგანიზმს დაეხმაროთ საკვების გადამუშავებასი. არმოსავლური მედიცინა გვირჩევს ვეგეტარიანელობასაც. - განიკურნეთ დაავადებები თვითონ
-"რამდენი წელიც იქმნიდი დაავადებას, იმდენი წელი იმკურნალე" - აი, რას ამბობს აღმოსავლური მედიცინა. არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა, მისი შუა გზაზე მიტოვება, თქვენი მოთმინება დაჯილდოვდება, ძალისხმევა კი წარმატებით ანაზღაურდება. თუმცა, არ ღირს მკურნალობის გადაჭარბება, ვინაიდან ყველაზე სასარგებლო წამალიც კი გადაიქცევა შხამად, თუ მას არაზომიერად გამოიყენებთ. - დაიცავით ზომიერება
ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, არამხოლოდ მავნე, არამედ სასარგებლო რამეებისთვისაც. ჭარბი სიარული ავნებს მყესებს, ჯდომა - კუნთებს. მოწყენილობა, ღრმა დარდი, მწუხარება და აპათია მოიტანს ვნებას, როგორც ძალიან დიდი სიხარული. ყველაფერი მავნეა, რაც ზედმეტია. - გიხაროდეთ
გიხაროდეთ და შეინარჩუნეთ თქვენი ცხოვრებისეული ენერგია. მეტი სიხარული - მეტი ცის ენერგია. ნეგატიური ემოციები ბლოკავს ცის დინებებს. არ მისცეთ ცხოვრებისეულ ენერგიას გაქრობის საშუალება, შეავსეთ მისი მარაგი. მეტისმეტად აქტიური და უწესრიგო სქესობრივი ცხოვრებაც აქრობს ენერგიის მარაგს. ამასთან, უარი თქვით დილის საუბრებზეც - ისინი ძალებს გართმევთ. - ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას წელიწადის დროის მიხედვით
წელიწადის დრო მოქმედებს ჩვენს ცხოვრებისეულ ციკლზეც. ზამთარში ფეხები უნდა გქონდეთ თბილად, თავი - გრილად. გაზაფხულსა და ზაფხულში ფეხები უნდა გაიგრილოთ. როცა ავად ხართ, არ უნდა დალიოთ ცივი წყალი, ვინაიდან იგი კუჭსა და გულს ავნებს. გაზაფხულსა და ზაფხულში დაიძინეთ თავით აღმოსავლეთით, შემოდგომასა და ზამთარში - დასავლეთით.