ბადიანი, როგორც სხვა კოლორიტული აღმოსავლური სანელებლები, სასარგებლო და ფასდაუდებელი ნივთიერებების წყაროა. რჩევების რედაქცია გარწმუნებთ: ეს მცენარე იმსახურებს თქვენს ყურადღებას! განუმეორებელი ლაკრული არომატი და მძლავრი სამკურნალო საშუალება ბადიანს #1 საშუალებად აქცევს საშინაო აფთიაქში.
ბადიანი: სასარგებლო თვისებები
როგორც ჩანს, ბადიანის შესახებ ყველას სმენია,ვინაიდან აღმოსავლური სანელებელი, როგორც ყველა სხვა, კერძს განსაკუთრებულ არომატსა და გემოს ანიჭებს. ხშირად, მოტკბო-მომჟავო, მწარე, არომატული ბადიანი ეშლებათ ანისულში და ამტკიცებენ კიდევაც, რომ ეს ერთი და იგივე სანელებელია.
დაიმახსოვრეთ: მიუხედავად გარეგნული მსგავსებისა, ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული მცენარეა და ორგანიზმზეც განსხვავებულად მოქმედებენ.
მანამ, სანამ ბადიანი ჩვენს რეგიონებში პოპულარული გახდებოდა, ჩინელებმა მოასწრეს მისი ყველა სამკურნალო თვისების გამოცდა და მივიდნენ დასკვნამდე: ბადიანის ვარსკვლავები სხეულს კურნავს და ფიქრებს წმენდს! აღმოჩნდა, რომ ბადიანის მოქმედების სპექტრი იმდენ სამედიცინო ასპექტს მოიცავს, რომ მცენარეს თამამად ვუწოდებთ საშინაო მკურნალს.
ბადიანის სასარგებლო თვისებები
- ბადიანი მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით, რკინით, კალციუმით, ფოსფორით, თუთიითა და სპილენძით, ასევე, В-ჯგუფის ვიტამინებით, А და С ვიტამინებით. სანელებლის ერთ-ერთი განსაკუთრებული შემადგენელია შიკიმური მჟავა, რომელიც პრეპარატ "ტამიფლუს" ძირითადი შემადგენელი ელემენტია(ეს უკანასკნელი გრიპთან საბრძოლველად გამოიყენება). თუ ბადიანს კულინარიაში რეგულარულად გამოიყენებთ, ოღონდ ზომიერად, შეძლებთ სეზონური გაციებებისა და გრიპის თავიდან აცილებას.
- ბადიანის რეგულარული, თუმცა ზომიერი მოხმარება არეგულირებს ნაწლავების პერისტალტიკას, გათავისუფლებთ მეტეორიზმისგან, ხსნის ნაწლავებისა და კუჭის ტკივილებს. თუმცა, თუ სანელებელს ყველა კერძში დაუმატებთ, მიიღებთ მძლავრ აღმაგზნებელ საშუალებას.
- ბადიანის მაფხიზლებელი არომატი ხსნის ემოციურ დაძაბულობას, ებრძვის სტრესს და ხელს უშლის დეპრესიას.
- აღმოსავლური სანელებელი ასტიმულირებს რძის გამომუშავებას და გამოიყენება დედების მიერ ლაქტაციის პერიოდში. ფეხმძიმეთათვის კი იგი არაა რეკომენდებული: სანელებელი ატიმულირებს ჰორმონ ესტროგენის გამოყოფას და შესაძლოა, გამოიწვიოს ფეხმძიმობის შეწყვეტა ნაადრევად.
- ბადიანის შემადგენლობაში არსებული ეთერზეთები შეიცავს ტანინებსა და ტერპენებს, რომლებიც მოკლე დროში მოგაცილებთ სახსრების ტკივილებს, დაჭიმულობასა და ქსოვილების შეშუპებას.
- სანელებელი ეფექტურად კურნავს ყელის დაავადებებს, ხსნის ხმის ხრინწს და ამარტივებს ხველას.
- ბადიანი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ისინი კი ხელს უშლის ცხიმოვანი მჟავების დამჟავებას, რომლებიც ქოლესტერინის კოლტების ზრდაზე აგებს პასუხს.
- მას აქვს უნარი, უეცრად განაახლოს სუნთქვა. ვერ ერთი საღეჭი რეზინი ისე ვერ უმკლავდება ამ დაავადებას, როგორც არომატული აღმოსავლური სანელებელი.
- ოფიციალურ მედიცინაში ბადიანს იყენებენ მიქსტურების გემოს გასაუმჯობესებლად, ასევე, ამატებენ სამკურნალო ნაკრებებსაც.