როგორც კი გაციების პირველ ნიშნებს შეამჩნევთ, გამოიყენეთ კონიაკის შემცველი სასმელი. რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის ეს მკურნალობა არაა რეკომენდებული, შეგიძლიათ უფრო მსუბუქი ვარიანტები გამოიყენოთ. თუმცა, ზრდასრულებისთვის, რომელთა ყოველი დღე გათვლილია, ეს სასმელი შეუცვლელი გახდება.
სასმლის კომპონენტების სასარგებლო თვისებები
კონიაკი აუმჯობესებს ვიტამინი C-ს ათვისებას, ამიტომ, ამ ვიტამინის შემცველ პროდუქტებთან კომბინაციით, თქვენ შეძლებთ იმუნიტეტის გაძლიერებას. მას, ასევე, ანტიბაქტერიული მოქმედებაც აქვს.
რძე არბილებს ყელს, ამარტივებს ამოხველებას. შესანიშნავად აღადგენს ძალებს, ანაყრებს ორგანიზმს მაშინაც კი, თუ მადა არ გაქვთ.
თაფლი ცნობილია თავისი ანტისეპტიკური თვისებებით. ასევე, იგი ხსნის ანთებას, ხსნის თავის ტკივილს და აიოლებს ხველას. თაფლი ორგანიზმს ანიჭებს ენერგიას და გვეხმარება სწრაფ რეაბილიტაციაში.
სასმლის რეცეპტი
ინგრედიენტები
- 1 ჭიქა რძე
- 1 ს.კ. კონიაკი
- 1 ჩ.კ. თაფლი
- გაათბეთ რძე ქვაბში ან მიკროტალღურ ღუმელში.
- გახსენით მასში თაფლი, ჩაასხით კონიაკი და ისევ მოურიეთ. შეგიძლიათ, დაუმატოთ კვერცხის გული.
- მაშინვე მიირთვით.
მოამზადეთ სასმელი ღამით, რათა მისი მიღების შემდეგ გარეთ გასვლა არ მოგიხდეთ, თბილად დაიხურეთ და კარგად გამოიძინეთ. დილით თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. აუცილებლად გამოსცადეთ ეს მეთოდი და გაგვიზიარეთ შედეგები :)