» » » ბოსტნეული, რომელიც გაგანთავისუფლებთ მწვავე და ქრონიკული ბრონქიტისგან

ბოსტნეული, რომელიც გაგანთავისუფლებთ მწვავე და ქრონიკული ბრონქიტისგან

მცენარეთა უმრავსელობა ამა თუ იმ სამკურნალო თვისებებით ხასიათდება და აქედან გამომდინარე - ბოსტნეულიც არ წარმოადგენს გამონაკილსს. ბოსტნეული მდიდარია ვიტამინებით, ორგანული მჟავებით და მინერალური მარილებით. ეს ნივთიერებები აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. სწორედ ამიტომ ბოსტნეული ბალანსირებული კვების აუცილებელი კომპონენტია. ბოსტნეულის რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის და მჟავა - ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებას.
მეტად სასარგებლო ბოსტნეულია ბოლოკი. განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ბრონქიტის დროს.
გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ რეცეპტს ბრონქიტის სამკურნალოდ:

რეცეპტი N1
ინგრედიენტები:
  • ბოლოკი - 180 გრ
  • თაფლი - 40 გრ
  • ნიორი - 2 კბილი
    მომზადების წესი:
    ბოლოკი გავასუფთაოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, მოვათავსოთ ღრმა ჭურჭელში, დავუმატოთ თაფლი და დაჭყლეტილი ნიორი, დავაყენოთ 6 სთ, მივიღოთ 40 გრ ყოველ 2 სთ-ში. მკურნალობის კურსი - 5-7 დღე.

    რეცეპტი N2
    ინგრედიენტები:
  • ბოლოკის წვენი - 40 მლ
  • თაფლი - 30 გრ
  • ფქვილი - 40 გრ
  • მცენარეული ზეთი - 30 მლ
    მომზადების წესი:
    ინგრედიენტები ერთმანეთში აურიოთ და გამოვიყენოთ მკერდზე წასასმელად - კომპრესის სახით, 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 2-4-კვირა.

    რეცეპტი N3
    ინგრედიენტები:
  • ბოლოკი - 250 გრ
  • რძე - 150 მლ
    მომზადების წესი:
    ბოლოკი წვრილ სახეხზე გავხეხოთ და წვენი გამოვწუროთ, დავუმატოთ რძე. მივიღოთ 50 მლ დილით. მკურნალობის კურსი - 2 კვირა.

    რეცეპტი N4
    ინგრედიენტები:
  • ბოლოკის წვენი - 50 მლ
  • რძე - 100 მლ
  • ცაცხვის თაფლი - 30 გრ

მომზადების წესი:
რძე გავათბოთ, გავადნოთ მასში თაფლი და დავუმატოთ ბოლოკის წვენი. დავლიოთ ძილის წინ. მკურნალობის კურსი 1-2 კვირა.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.