რა არის სამედიცინო დიეტა?
აღნიშნული დიეტა შექმნეს ექიმებმა იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ოპერაციამდე ან სხვა სერიოზულ პროცედურამდე გახდომა ესაჭიროებოდათ. იგი სწრაფი და შედეგიანია, ვინაიდან სწორად გაკარგვინებთ ჭარბ წონას.
თუ არჩევანი სამედიცინო დიეტაზე შეაჩერეთ, გაითვალისწინეთ, რომ რაციონი მხოლოდ განსაზღვრული პროდუქტისგან შედგება და შიმშილით იწყება! კვების სქემა დიეტის დროს ძალიან მარტივია - უნდა ანაცვლოთ დაბალკალორიული და ცარიელი დღეები, რომლის დროსაც მხოლოდ წყალი უნდა დალიოთ. ასეთი სისტემა იდეალურად გამოდევნის ორგანიზმიდან გადამუშავების ნარჩენებს და ანადგურებს ცხიმოვან ფენებს.
სამედიცინო დიეტა ძალიან პოპულარულია ექსტრემალური გახდომის მსურველებს შორის. ასევე, მისი გამოყენება შეგიძლიათ განტვირთვის დღეებისთვის, რადგან ასეთი კვება ორგანიზმს კარგად წმენდს.
დიეტის პრინციპები
სასურველი შედეგების მისაღწევად უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:
- უნდა შეადგინოთ სწორი სმის ბალანსი და მოიხმაროთ მხოლოდ სუფთა წყალი გაზის გარეშე;
- უარი თქვათ მძლავრ ფიზიკურ დატვირთვებსა და გადაღლაზე;
- აუცილებელია ყოველდღიური გასეირნება სუფთა ჰაერზე;
- უარი თქვით ალკოჰოლსა და ნიკოტინზე;
- გამორიცხეთ გვიანი ვახშამი - კვების ბოლო მიღება მაქსიმუმ 21:00 საათია.
თუ მზად ხართ, მიიღოთ და დაიცვათ ეს შეზღუდვები, გაეცანით კვების რეჟიმს დიეტის დროს.
დიეტის მენიუ
სამედიცინო დიეტა უნდა დაიცვათ ან 7 ან 14 დღით, იმ შედეგის მიხედვით, რომლის მიღწევაც გსურთ. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, პირველ კვირაში ქრება 10 კგ, ხოლო 14 დღეში უკვე შედეგი 15 კგ-ს აღწევს.
დღე პირველი: 1.5 ლ მწვანე ფოთლოვანი ჩაი და 100 გ თაფლი (გაანაწილეთ მთელ დღეზე).
დღე მეორე: 600 მლ რძე და 300 გ უცხიმო ხაჭო.
დღე მესამე: 1.5 ლ არატკბილი კომპოტი, მოხარშული 250 გ ჩირისგან.
დღე მეოთხე: 5 მოხარშული კვერცხი და 200 მლ ყავა შაქრის გარეშე.
დღე მეხუთე: 0.5 კგ შვრიის ფაფა(არასწრაფი მომზადების), მოხარშული წყალზე, სანელებლების გარეშე, 200 მლ ყავა.
დღე მეექვსე: 1.5 კგ მწვანე ვაშლი, არატკბილი სახეობის.
დღე მეშვიდე: 1.5 ლ ნაკლებად ცხიმიანი კეფირი.
დიეტის ყოველ დღეს უნდა დაიკლოთ მინიმუმ 500 გ წონა.
თუ დიეტის გაგრძელება და შედეგის გაუმჯობესება გსურთ, კვების რეჟიმი შემდეგი კვირის დღეებში ასეთი იქნება:
08:00 100 გ უცხიმო ხაჭო, 1 ჩ.კ. თაფლი და 200 მლ ყავა.
11:00 200 გ უმი დახეხილი სტაფილო 1 ს.კ. მცენარეულ ზეთთან ერთად.
14:00 50 გ მოხარშული თევზი, 200 გ ჭარხალი და 200 მლ ჩაი.
16:00 მომცრო ზომის გრეიფრუტი.
18:00 150 გ წიწიბურა, 200 მლ ჩაი და 50 გ მყარი ყველი.
21:00 200 მლ უცხიმო კეფირი და 2 ს.კ. მცენარეული ზეთი.
ყოველდღიური მენიუ ერთფეროვანი უნდა იყოს და იგი მკაცრად უნდა დაიცვათ! ასეთი კვების სისტემა დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის აღდგენაში და დიეტის შემდეგაც შეინარჩუნებთ საჭირო წონას.
სამედიცინო დიეტა გაცდომის უმარტივესი მეთოდი არაა, თუმცა იგი ძალიან ეფექტურია და, ამავდროულად, სწრაფიც.