"კოსმონავტების დიეტა" გრძელდება 10 დღეს და ის ითვალისწინებს საკმაოდ მკაცრ შეზღუდვებს კვებაში, თუმცა უმოკლეს ვადაში მიღებული შედეგი იმდენად სასიამოვნოა, რომ გარკვეულ მსხვერპლზე წასვლა ნამდვილად ღირს. მიუხედავად შეზღუდვებისა, მოცემული დიეტა არ დააზიანებს თქვენს ჯანმრთელობას. 10 დღე სავსებით საკმარისი იქნება იმისათვის, რომ საცურაო კოსტიუმში ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ.
დიეტის პრინციპები
დიეტის დაწყებიდან მომდევნო 10 დღის განმავლობაში თქვენი კვების მენიუ უნდა შედგებოდეს პრაქტიკულად მხოლოდ ცილოვანი პროდუქტებისგან. თუ უჯრედისსა და ნახშირწყლებს საერთოდ ვერ გამორიცხავთ, მათი რაოდენობა მინიმუმამდე მაინც უნდა შეამციროთ. წონის დაკლება, პირველ რიგში, ხდება იმის ხარჯზე, რომ დღიური კალორაჟი ჯერადად მცირდება ამ დიეტის დაცვის დროს (1000 კკალ დღეში). გამომდინარე იქიდან, რომ 10 დღის განმავლობაში გვიწევს მხოლოდ ცილოვანი პროდუქტებით კვება, ჩვენი კუნთები ხელშეუხებელი, უვნებელი რჩება.
"კოსმონავტების დიეტა"
- საუზმე
200 მლ კეფირი + 1 მოხარშული კვერცხი - სადილი
300 გრამი მოხარშული ქათამი კანის გარეშე + 500 მლ ქათმის ბულიონი - სადილსა და ვახშამს შორის
1 ფინჯანი მწვანე ჩაი შაქრისა და რძის გარეშე - ვახშამი
200 მლ კეფირი + 200 გრამი უცხიმო ხაჭო
დიეტის მენიუ შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ ბოსტნეულის სალათით. მაგალითად, დიეტის დაცვა გაცილებით მარტივი რომ იყოს, სასურველ დღეს სადილი ან ვახშამი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კომბოსტოს სალათით ან ყოველ მეორე დღეს ქათმის მოხარშული ხორცის მაგივრად, მიირთვათ მოხარშული უცხიმო თევზი. თუ ზემოთ წარმოდგენილი მენიუს დაცვა თქვენთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, შეეცადეთ ყოველგვარი ცვლილებების გარეშე დიეტის ჩამთავრებას.
მოცემული დიეტის დაცვის პარალელურად არ არის რეკომენდებული სპორტით დაკავება, რადგან თქვენ მაქსიმალურად უნდა დაზოგოთ ძალები. აუცილებელია დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება და მინიმუმ რამდენიმე წუთით სუფთა ჰაერზე ფეხით სეირნობა.
უკვე დაახლოებით მე-7 დღეს წონის კლების პროცესი შეიძლება საგრძნობლად შენელდეს ან საერთოდ შეჩერდეს. გირჩევთ, დიეტის დაწყებამდე ჩაიწეროთ თქვენი ხელების, წელისა და ბარძაყების გარშემოწერილობა, რადგან "კოსმონავტების დიეტის" დაცვისას არც თუ ისე იშვიათად ფიქსირდება ფაქტი, რომ ზედმეტ კილოგრამებს ვერ ვიკლებთ, თუმცა ჩამოთვლილი პრობლემური ზონების გარშემოწერილობა შესამჩნევად მცირდება.
აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ დაბალკალორიული ცილოვანი დიეტა უნდა დაიცვათ წელიწადში მაქსიმუმ ერთხელ, თანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება არ გაწუხებთ.