"რჩევების" რედაქცია იმდროინდელ 5 ყველაზე პოპულარულ დიეტას გიზიარებთ. ისინი კი ნამდვილად მოქმედებენ!
ეფექტური დიეტები სწრაფად გასახდომად
1. ორლოვოის დიეტა
ლიუბოვ ორლოვა - სსრკ-ის 30-იანი წლების სექს სიმბოლო. როცა ეკრანზე პირველად გამოჩნდა, ყველა ქალი ჭკუიდან გადავიდა. ეს ნამდვილად სიგიჟე იყო: მილიონობით ახალგაზრდა მასსავით იცვამდა და თმას იჭრიდა. მისი წელი... რა ვთქვათ, ყველა ქალს მისი შურდა და ასეთივე ფორმები სურდათ. ხმები დადიოდა, რომ მსახიობის წელის მოცულობა მხოლოდ 43 სმ იყო.
სწორედ ამ დროს ორლოვის ცნობილი დიეტა გამოჩნდა: საიდუმლო, რომლის წყალობითაც მსახიობი თავის ფიგურას ინარჩუნებდა. ფაქტი არაა, რა თქმა უნდა, რომ დიეტის ავტორი თავად მსახიობი იყო, ან ის რომ თავად მსახიობი ამ დიეტას იცავდა. მაგრამ ამ დიეტას პოპულარობით თანასწორი არ ჰყავდა.
დიეტა ნამდვილად ექსტრემალური იყო: ორჯერადი კვება, უფრო ზუსტად: საუზმეზე პურის 1 ნაჭერი და ორი კვერცხი, სადილზე - ცოტა ბოსტნეული და 200 გრ ხორცი. დიეტა საკმაოდ მწირი იყო, ამასთან კვირაში ორჯერ განტვირთვის დღე უნდა მოგეწყოთ წყლით და საკვების გარეშე. დიეტის ასეთი ვარიანტი ომამდე იყო გავრცელებული, ხოლო 60-იან წლებში უფრო მსუბუქი ვარიანტი გამოჩნდა.
ეს ვარიანტი დღეში 4-5 კვებას მოიცავდა, მენიუ უფრო დაბალანსებული იყო და არანაირი შიმშილობის მოწყობა არ იყო საჭირო. რაციონიდან მთლიანად ამოღებული იყო თევზი და ხორცი, ასევე ყველაფერი შემწვარი და ცხიმიანი ამოღებული იყო. ასევე განსაკუთრებული წესი გამოჩნდა: ფაფა მხოლოდ დილით უნდა მიიღოთ.
ყველა პროდუქტს მიღების თავისი დრო ჰქონდა: საუზმე: ფაფა, სადილი - ბოსტნეულის წვნიანი, შუადღეზე ცოტა რძის პროდუქტი ან ახალი ბოსტნეული, ვახშამი - ხილი.
მენიუს გამოყენება
საუზმე: წიწიბურას ფაფა ქიშმიშით
სადილი: წვნიანი ლობიოთი პურის გარეშე
სამხარი: მწვანე სალათი კიტრით და ყველით
ვახშამი: ხილის სალათი
2. მაგიდა № 8
სსრკ - ქვეყანა, სადაც დიეტებს და ჯანმრთელ კვებას სახელმწიფო დონეზე იცავდნენ. 1930 წელს კვების ინსტიტუტიც კი შეიქმნა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის კვების რაციონს ადგენდა. აქვე შექმნეს ცნობილი "მაგიდები" - დიეტები, რომელსაც სხვადასხვა დაავადების დროს იყენებდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო მაგიდა № 8 რომელიც ჭარბ წონას ებრძოდა.
საბჭოთა კავშირის დიეტოლოგები დღიური კალორიების 1800 მდე შემცირებას გთავაზობდნენ. ამისთვის მიღებული ცხიმების და ნახშირწყლების რაოდენობა მცირდებოდა, ასევე საკვები მარილის და სანელებლების გარეშე უნდა მიგეღოთ. შემწვარი საკვები აკრძალული იყო. კვება დღეში 5-6 მიღებაზე იყო დაყოფილი.
მაგიდას № 8 მთელი რიგი აკრძალული პროდუქტები ჰქონდა: პური და ფქვილის პროდუქტები, შემწვარი ხორცი, ძეხვი, კონსერვი, ცხიმიანი თევზი, ყველა ცხიმიანი რძის პროდუქტი, კარტოფილი, პარკოსანი და მაკარონი, ბრინჯი, შვრია, ნაყინი, შაქარი, თაფლი, ტკბილი კენკრა და ხილი, ნებისმიერი სოუსი, კაკაო და წვენი შაქართან ერთად.
მენიუს გამოყენება
საუზმე: უცხიმო ხაჭო და ბოსტნეულის სალათი
2-3 საათის შემდეგ: რამდენიმე ცალი ვაშლი
სადილი: სამარხვო ბორში, რომელსაც შეგიძლიათ არაჟანი, ცალკე მოხარშული ხორცი დაუმატოთ.
სამხარი: უცხიმო კეფირი
ვახშამი: მოხარშული თევზი და ბოსტნეულის სალათი
ძილის წინ: რძე
3. პლისეცკის დიეტა
დიეტა სამოციან წლებში გამოჩნდა და მის ავტორობას მეოცე საუკუნის დიდებულ ბალერინას მაია პლისეცკის მიაწერენ. დიეტა ძალიან მკაცრია, თუმცა თავის დროს ბევრი მიმდევარი ჰყავდა.
ხანგრძლივი გამოყენებისთვის დიეტა არ გამოდგება, მაგრამ ერთი კვირა შეიძლება. განტვირთვის დიეტა 7 დღე გრძელდება და დღეში სამჯერად კვებას მოიცავს. წახემსება ნებადართული იყო, მაგრამ მხოლოდ ახალი ბოსტნეული და უტკბილო ხილით. ბალერინას რეპეტიციების გათვალისწინებით ამ დიეტით საკმაოდ დიდი წონის დაკლებას ახერხებდა. გასაგებია, რომ უფრო წყნარი ცხოვრების წესის დროს უფრო ნაკლებს დაიკლებთ.
განტვირთვის დიეტის შემდეგ ჩვეულებრივ რაციონზე გადასვლას გთავაზობდნენ, უფრო დაბალკალორიული პროდუქტების ჩართვით და თევზი, ახალი ხილის და ბოსტნეულის რაოდენობის გაზრდით. რაციონში თევზის გაზრდა და მარილზე უარის თქმა რეკომენდებული იყო.
მენიუ განტვირთვის კვირისთვის
საუზმე: 100 გრ შვრია წყალზე მომზადებული
სადილი: 150 გრ ბოსტნეულის წვნიანი, 100 გრ ბოსტნეულის სალათი
ვახშამი: 30 გრ გამომცხვარი თევზი, 60 გრ ბრინჯი და 100 გრ ახალი ბოსტნეული.
4. დიეტა ოხრახუშზე
50-იან წლებში, როცა ქვეყანამ ომის იარები მოიშუშა, ჯანსაღი ცხოვრების წესის და სათანადო კვების საკითხი აქტუალური გახდა. მოხდენილი ფიგურა, როგორიც ლუდმილა გურჩენკოს ჰქონდა, გოგონების გონებას იპყრობდა. მათ სწრაფად გახდომის მეთოდების ძებნა დაიწყეს. თუმცა ინფორმაცია არ არსებობდა და ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლამ ველური ფორმები შეიძინა: ძმარი, აბუსალათინის ზეთი, ერთ კვირიანი შიმშილობა.
მაშინ გაჩნდა მონო დიეტა: მათი არსი მარტივი იყო: მხოლოდ ერთი პროდუქტი რაციონში. მათ შორის ყველაზე პოპულარული ოხრახუშის დიეტა გახდა: იყენებდნენ არა ფოთლებს, არამედ გახეხილ ფესვებს. დიეტის დროს ყველის, ხაჭოს, ხორცის, კვერცხის და კეფირის მიღება დაშვებული იყო, ოღონდ მცირე რაოდენობით. მთავარი რაციონი ოხრახუშის ფესვები იყო.
მენიუ
საუზმე: ჩაი ან ყავა და ს/კ გახეხილი ოხრახუშის ფესვი
სადილი: 100 გრ მოხარშული ხორცი და კიდევ 1 ს/კ ოხრახუში
სამხარი: 100 გრ ხაჭო ან ყველი და კიდევ ცოტა ოხრახუში
ვახშამი: 1 ჭიქა კეფირი
აღსანიშნავია, რომ ასეთი დიეტა ყველასთვის მისაღები არ იყოს და საკმაოდ რადიკალურიც იყო.
5. კრემლის დიეტა
დიეტა საბჭოთა კავშირში 70-იან წლებში გაჩნდა. სისტემა საკმაოდ მარტივია: შეგიძლიათ საკვების ნებისმიერი მოცულობა მიირთვათ, ოღონდ 40 ქულის საზღვრებში. თითოეულ პროდუქტს თავისი ქულა ჰქონდა მინიჭებული. ყველაზე მცირე ქულა ხორცს, კვერცხს, კიდევ უფრო მცირე ნახშირწყლოვან პროდუქტს ჰქონდა. ამ გზით მიღებული კალორიების რაოდენობა მცირდებოდა, რაც გახდომის პროცესს ხელს უწყობდა.
მაშინ ამ დიეტებს ფურცლებზე იწერდნენ, ერთმანეთს ხელიდან ხელში გადასცემდნენ და ზეპირად სწავლობდნენ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რამდენიმე მსგავსი დიეტა თქვენც იცით. მათ აქტუალურობა დღესაც არ დაუკარგავთ, ასე რომ ეს რჩევები თამამად შეგიძლიათ გაითვალისწინოთ.
რომელიმე მსგავსი დიეტა დაცული გაქვთ? კრემლის დიეტის შესახებ ალბათ გსმენიათ? გვიამბეთ კომენტარებში!