გემოთი და სუნით ეს სანელებელი უმამი-ცხარეა. მას იყენებენ კულინარიაში, კოსმეტოლოგიაში, პარფიუმერიაში, არომათერაპიაში, დიეტოლოგიაში და სიმსუქნესთან ბრძოლაში.
ხალხურ მედიცინაში მას გაციების, კუჭ-ნაწლავის დაავადებების წინააღმდეგ, ჯირკვლების ფუნქციონირების რეგულაციისა და ნერვული სისტემის დამშვიდებისთვის იყენებენ.
თუ რამდნეიმე მარცვალ კარდამონს დილის ყავას ან ჩაის დაუმატებთ, სისხლში გლუკოზის დონე შემცირდება და აჩქარდება მეტაბოლისტური პროცესები.
მას, ვისაც არ აწუხებს გასტრიტი ან წყლული, შეუძლია კარდამონსა და დარიჩინს წითელი წიწაკაც დაუმატოს. ასეთი ტანდემი გაწმენდს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან.
რა თქმა უნდა, არ უნდა დაგავიწყდეთ ფიზიკური აქტივობებიც და არ შეიძლება მავნე საკვების ჭარბი მოხმარება.
განარჩევენ შავ და მწვანე კარდამონს. მწვანე ინდოეთსა და მალაიზიაში მოჰყავთ, აქვს მკვეთრად გამოხატული არომატი. ასეთი სანელებლის შერჩევისას უნდა დააკვირდეთ, რამდენად მჭიდროდაა დახურული ნაჭუჭი, შეფერილობა კი ყვითელში არ უნდა გადადიოდეს. ჭარბ კილოგრამებს სწორედ მწვანე კარდამონის ეშინიათ.
შავ კარდამონს უფრო დელიკატური და მსუბუქი სურნელი აქვს. მას აწარმოებენ ტროპიკულ აზიასა და ავსტრალიაში. კერძებს შავი კარდამონი უფრო უხდება.
ორივე სანელებელი ჰერმეტულად დაცულ შეფუთვაში უნდა შეინახოთ, რათა მარცვლებიდან ეთერზეთები არ აორთქლდეს.
ყველაფერი კარგია ზომიერად. დღეში მხოლოდ 1 ს.კ. დაფქული ან 20 სრული მარცვალი კარდამონის მიღება შეიძლება. დოზის გადაჭარბება არაა რეკომენდებული. ფეხმძიმობის, ძუძუთი კვების, წყლულოვანი დაავადების ან ალერგიული რეაქციების დროს მოერიდეთ ამ აღმოსავლურ სუნელს.