» » » თერაპევტმა, მრავალწლიანი სტაჟით, კარდამონის ჩაღეჭვა მირჩია. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

თერაპევტმა, მრავალწლიანი სტაჟით, კარდამონის ჩაღეჭვა მირჩია. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

ყველა ქვეყნის სამზარეულოში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს კარდამონი (ილი), რომელსაც სხვადასხვა კერძებისთვის საოცარი არომატის მისანიჭებლად იყენებენ. გარდა სასიამოვნო გემოსა, ეს მარცვლები უამრავი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. კარდამონი მდიდარია ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო და აუცილებელი საკვები ნივთიერებებით: ვიტამინებით, ცილებით, ცხიმებით, რთულად ასათვისებელი ნახშირწყლებით, უჯრედისითა და ეთერზეთებით.



ამ სანელებელს საკმაოდ ხშირად გამოიყენებენ დიეტოლოგიაში გაცხიმოვნების წინააღმდეგ საბრძოლველად, არომათერაპიის სეანსებში, სხვადასხვა პარფიუმერული ნაწარმის დამზადებისას, კოსმეტიკური მიზნებისთვის და ა.შ. ხალხურ მედიცინაში კარდამონი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ნატურალურ საშუალებად გაციების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დააავადებებისა და ნერვული გაღიზიანების სამკურნალოდ. ის საკმაოდ შედეგიანია ცხიმის ჯირკვლების მუშაობის დასარეგულირებლადაც.



კარდამონის (ილი) სასარგებლო გავლენა ორგანიზმზე
  1. აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს გვიწყობს წონის დაკლებაში.

  2. გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებსა და წიდებს.

  3. გამოაქვს ზედმეტი სითხე და ხსნის შეშუპებას.

  4. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

  5. გვეხმარება გულძმარვისა და შებერილობის დამარცხებაში.

  6. ახშობს ანთებას პირის ღრუში, თავიდან გვარიდებს უსიამოვნო სუნს და ამცირებს ტკივილს.

  7. სანელებელში შემავალი ეთერზეთი გვეხმარება დეპრესიის დამარცხებაში, თავის ტკივილის გაყუჩებაში და ტვინის მუშაობის სტიმულირებაში.

  8. ამცირებს შაქრის დონეს სისხლში.



ექიმები უწევენ რეკომენდაციას კარდამონის რამდენიმე მარცვალის ჩაღეჭვას ჭამამდე 15 წუთით ადრე. ამ ჩვევის წყალობით, თქვენი ორგანიზმი გახდება მდგრადი სხვადასხვა დაავადებების მიმართ. გარდა კარდამონის პირდაპირ ჩაღეჭვისა, ეს სანელებელი შეგიძლიათ მიიღოთ ყავის ან ჩაის დილის ულუფასთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ კუჭთან და კუჭქვეშა ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, არაჩვეულებრივია კარდამონის, დარიჩინისა და წითელი წიწაკის კომბინაცია. ასეთი ნარევი სწრაფად და მარტივად გამოდევნის ორგანიზმიდან წიდებსა და ტოქსინებს.



ყოველთვის შეიძინეთ მწვანე კარდამონი და დააკვირდით, რომ მისი ნაჭუჭი კარგად, მჭიდროდ იყოს შეკრული. აუცილებლად შეინახეთ ეს სანელებელი ჰერმეტულად, რათა მან მაქსიმალური რაოდენობით შეინარჩუნოს ეთერზეთები.



კარდამონით კვების რაციონის გამდიდრება რეკომენდებულია აბსოლიტურად ყველა კატეგორიის ადამიანებისთვის, გარდა ორსულთათვის, მეძუძური დედებისთვის და იმ პაციენტებისტვის, რომელთაც მოცემული პროდუქტისადმი ინდივიდუალური აუტანლობა აწუხებთ. დაიწყეთ ამ ძალიან სასარგებლო სანელებელის მიღება დღეიდანვე და ხანმოკლე დროში იგრძნობთ, თუ როგორ ჯანსაღდება მთელი ორგანიზმი და ქრება ზედმეტი კილოგრამები.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.