ბროკოლი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებებს, რომელთა შორისაა კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ფოსფორი და სხვა. ბროკოლის რეგულარული გამოყენება იცავს ორგანიზმს ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებებისგან, ასევე დიაბეტის პროფილაქტიკის კარგი საშუალებაა.
ბროკოლი შეიცავს ისეთ მძლავრ ანტიოქსიდანტებს, როგორიცაა გლუტატიონი.
ბროკოლი ნატურალური წამალია, რომელიც იცავს ორგანიზმს მთელი რიგი სიმსივნური დაავადებებისგან (ძუძუს, ფილტვის, სწორი ნაწლავის, ღვიძლის, თირკმელების, ნაწლავების და საშვილოსნოს კიბოს).
კომბოსტოს ეს სახეობა განსაკუთრებით სასარგებლოა ძუძუსა და საშვილოსნოს კიბოს დროს, რადგანაც მას ორგანიზმიდან ესტორგენების ჭარბი რაოდენობა გამოყავს.
C ვიტამინის, ზოგიერთი ამინიმჟავების და გოგირდის შემცველობის გამო ბროკოლი წარმოადგენს მძლავრ დეტოკსიკანტს, რომელსაც ორგანიზმიდან გამოყავს მავნე ნივთიერებები და თავისუფალი რადიკალები.
ბროკოლში არსებული ქრომი ხელს უწყობს ინსულინის გამომუშავებას და არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. კალციუმის, მაგნიუმის, ფოსფორის და თუთიის დიდი რაოდენობით არსებობის გამო, ბროკოლი შეუცვლელი პროდუქტია ბავშვების, ორსულების და ასაკოვანი ადამიანებისთვის, რომელთა ძვლები მიდრეკილი არიან ოსტეოპოროზისა და სხვა საშიში დაავადებებისადმი.
ბროკოლის მარგებელი ეფექტი გაცილებით მეტია, თუ მისი მიღება ყველთან ერთად ხდება. ამ ბოსტნეულის სასარგებლო ნივთიერებების ათვისება ორგანიზმის მიერ განსაკუთრებით ადვილად ხდება რძის ცხიმებისა და D ვიტამინის ურთიერთქმედებისას.
კომბოსტოს ყიდვისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ფერს - ის უნდა იყოს ღია მწვანე (ზოგჯერ მოცისფრო ელფერით).