იმისათვის, რომ სამზარეულოში თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ, რჩევების რედაქცია გთავაზობთ ცნობილი შეფ-მზარეულების კულინარიულ რჩევებს.
სასარგებლო რჩევები კულინარებს
- თუ კერძს ნივრის ნოტები გინდათ მიანიჭოთ, თუმცა შიშობთ, არ გადაამეტოთ არომატს, შეაზილეთ ჭურჭელს ერთი კბილი ნიორი, სანამ მასზე კერძს მოათავსებთ.
- გამოცდილი დიასახლისები ლუდს საკადრისად გამოიყენებენ: ეს სასმელი სოიოს სოუსთან ერთად ხორცის იდეალური მარინადია, ცოტაოდენი მუქი ლუდი კი, დამატებული ბოსტნეულის მოთუშვისას, კერძს უფრო პიკანტურს გახდის.
- თუ სუპში ზედმეტი მარილი ჩაყარეთ, ნუ განიცდით. მოათავსეთ ქვაბში მარლაში გახვეული კარტოფილი ან ბრინჯი და განაგრძეთ ხარშვა.
- იმისათვის, რომ ღვიძლი არ იყოს მაგარი, მოაყარეთ მას მარილი მომზადების ბოლოს.
- თუ ნამცხვრის ზედა ნაწილი ცოტათი მიიწვა, დაახურეთ მას დასველებული ქაღალდის ხელსახოცი.
- იმისათვის, რომ ბრინჯის ფაფა ქათქათა თეთრი იყოს, ხარშვის დროს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ძმარი.
- მოხარშული კვერცხის დაჭრისას ყვითრი დანას ეწებება და იფშვნება? ჩაალბეთ დანა ცივ წყალში.
- იმისათვის, რომ ბულიონი გამჭვირვალე გამოვიდეს, ჩააგდეთ შიგნით ერთი კუბი ყინული და აადუღეთ.
- არ დაახუროთ ლობიოს ხარშვის დროს და იგი არ გაშავდება.
- ფარში რომ უფრო გემრიელი გამოვიდეს, წვრილად დაჭერით უმი ხახვი და კარტოფილი და დაუმატეთ ფარშს.
- საქონლის ხორცი ნაზი და რბილი გამოვა, თუ მას მაიონეზში 30 წუთით ჩაალბობთ მომზადებამდე.
- იმისათვის, რომ ბადრიჯანი მომწარო არ გამოვიდეს, მოაყარეთ მარილი, გააჩერეთ ცოტა ხნით და შემდეგ გარეცხეთ ცივი წყლით.
- ნუშს მარტივად გაფცქვნით, თუ მას 3 წუთით მდუღარეში, შემდეგ კი ცივ წყალში ჩააგდებთ.
- არაჟნისგან რომ გემრიელი კრემი მიიღოთ, დაუმატეთ ათქვეფისას უმი კვერცხის ცილა.
- დაფქულ ყავას დაუმატეთ ერთი მწიკვი მარილი მომზადებამდე, სასურველი სასმლის გემო უფრო მკვეთრი გამოვა.
- წაუსვით ხორცს თაფლი, კონიაკიანი წყალი ან ბროწეულის წვენი, რათა შებრაწული ქერქი მიიღოთ.
- დაუმატეთ ხორცის ბულიონს გარეცხილი ბანანის კანი და ხორცი რბილი გამოვა.
- ვაშლის ნაჭრები შარლოტასთვის ამოავლეთ ფქვილში, ასე ისინი არ შეიკრება.
- გამოიყენეთ დაქუცმაცებული თხილი საფანელის ნაცვლად - ასე გემრიელია.
- კერზის გემო უფრო მკვეთრი იქნება, თუ ცხელი კერძის მირთმევამდე თეფშს გააცხელებთ, ხოლო ცივისა - გააცივებთ.
- აუცილებლად აცადეთ მომზადებულ მასას გაჩერება და სრული გემოვნური თვისებების შეძენა.
- ვინეგრეტი უფრო გემრიელი გამოვა, თუ მას 1 ს.კ. ადუღებულ რძეს და მწიკვ მარილს დაუმატებთ.
- იმისათვის, რომ არ შეცდეთ მარილის რაოდენობაში, მუდმივად გასინჯეთ კერძი გემოთი.
- სუპი რომ უფრო გემრიელი და სასარგებლო გამოვიდეს, ცეცხლის გამორთვამდე დაუმატეთ სტაფილოს წვენი.
- დანა ყოველთვის ბასრი უნდა იყოს - ასე პროდუქტის დაჭრის დროს ხელის გაჭრის რისკი ნაკლებია, მომზადება კი - სასიამოვნო.
- ბოსტნეულის სალათში ვანილის დამატება უცნაურია, თუმცა ეს ნამდვილად უნდა გასინჯოთ!
- მარილისა და ძმრის ნაცვლად, ხშირად, გამოიყენეთ ლიმონის წვენი. ციტრუსის გემო არ შეუშლის ხელს საყვარელ კერძებს, უფრო სასარგებლოსაც გახდის.