რჩევების რედაქცია გაგიზიარეთ ძალიან მარტივ რეცეპტს ტაფაზე კოტლეტების მოსამზადებლად, ერთი გრამი ხორცის გარეშე, თუმცა კუჭისსა და გემოს რეცეპტორებისთვის მაქსიმალურად სასარგებლოდ.
ინგრედიენტები
- 4 საშუალო ზომის კარტოფილი
- 1 სტაფილო
- 2 ს.კ. დაკონსერვებული სიმინდი
- 2 ს.კ. ახალი ან კონსერვირებული ბარდა
- 1 საშუალო პომიდორი
- 2 ს.კ. ფქვილი
- 1 ს.კ. ლიმონის წვენი
- 1/2 თავი ხახვი
- 1 კბილი ნიორი
- 2 ს.კ. დაჭრილი ოხრახუში
- 2 ს.კ. ფქვილი
- 2 ს.კ. საფანელი
- მარილი, წიწაკა, კურკუმა და სხვა სანელებლები გემოვნებით
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
- ხარშეთ კარტოფილი და სტაფილო კანიანად, 20 წუთის განმავლობაში.ხარშვის დროს შეგიძლიათ დაფნის ფოთოლი დაუმატოთ არომატისთვის. მზა ბოსტნეულს დაასხით ცივი წყალი გასაგრილებლად და მარტივად ააცალეთ კანი.
- კანისგან გაწმენდილი კარტოფილით მოამზადეთ პიურე, დაუმატეთ მარილი, წიწაკა და სანელებლები გემოვნებით. სტაფილო და პომიდორი წვრილ კუბებად დაჭერით, შეურიეთ დაჭრილი ხახვი და მწვანილი, ნიორი დაჭყლიტეთ, დაუმატეთ მწვანე ბარდა და სიმინდი. კარგად მოურიეთ.
- მოამზადეთ საფანელი: 2 ს.კ. ფქვილი შეურიეთ წყალს თხევადი მასის მიღებამდე (როგორც ბლინის ცომია). სველი ხელებით მოამზადეთ კოტლეტის ფორმები, ამოავლეთ ცომში, შემდეგ საფანელში და შეწვით მცირე ოდენობით მცენარეულ ზეთზე.
- როცა კოტლეტები ორივე მხრიდან თანაბრად შეიბრაწება, გადადეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი გაიწოვოს. სუფრაზე გაიტანეთ სალათებთან და საყვარელ სოუსებთან ერთად. გემრიელად მიირთვით!
ამ "ჰუმანური" კერძის შემადგენლობაში ცხოველური წარმოშობის არც ერთი გრამი არაა: არც კვერცხი, არც რძის პროდუქტები. ამიტომ იგი იდეალურია ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის.