» » » როგორ უნდა გამოვაცხოთ გემრიელი და ორიგინალური პიცა ღუმელში

როგორ უნდა გამოვაცხოთ გემრიელი და ორიგინალური პიცა ღუმელში

ჩვეულებრივ, ყინულის ფორმებს მხოლოდ დანიშნულებისამებრ ვიყენებთ. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მისი ფუნქცია ყინულის წარმოქმნით არ შემოიფარგლება. ამ ფორმის დახმარებით შეგიძლიათ უგემრიელესი პიცის მომზადება.

იგი საკმაოდ სწრაფად მზადდება. ყოველი ნაჭერი კარგად გატენილი და ხრაშუნაა. ასეთი პიცა შეგიძლიათ სამოგზაუროდაც წაიღოთ. იგი არაჩვეულებრივი დანამატია ნებისმიერი კერძისთვის, განსაკუთრებით კი მწვანილისა და სალათებისთვის.



როგორ მოვამზადოთ პიცა ღუმელში
ცომის ინგედიენტები
  • 350 გ ფქვილი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 250 მლ თბილი წყალი
  • 2 ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი
შიგთავსის ინგრედიენტები
  • 200 გ მოცარელა
  • 100 გ ლორი
  • 500 გ ბაზილიკი
  • 100 გ პომიდორი ჩერი
მომზადება
  1. მოაყარეთ ყინულის ფორმებს ფქვილი.


  2. დააფინეთ მას გაყვანილი თხელი ცომი ისე, რომ ფორმაზე ოდნავ უფრო დიდი აღმოჩნდეს. ცომი ზემოაღნიშნული ინგრედიენტებით უნდა მოამზადოთ. ან, უბრალოდ შეგიძლიათ მზა ცომი იყიდოთ მაღაზიაში.


  3. გამოკვეთეთ თითოეული კვადრატი ცომში თითის დაწოლით.


  4. შეუდექით კვადრატების შევსებას. ყოველ მათგანში ჩადეთ მოცარელას ბურთულა.


  5. მოხარელაზე დაადეთ ლორი, ბაზილიკი და ჩერის ნაჭერი.




  6. ზემოდან დაადეთ კიდევ ერთი ფენა ცომი. გააბრტყელეთ ჯოხით, რათა შეუერთდეს ქვედა ფენას. ჩამოჭერით ზედმეტი ცომი სამზარეულოს დანით.


  7. შედგით პიცა საყინულეში 2 საათით.


  8. გაყინვის შემდეგ, ამოიღეთ პიცა ფორმიდან, დაჭერით ულუფებად და მოათავსეთ საცხობ ფორმაზე.


  9. გამოაცხვეთ წინასწარ 180 °С-მდე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით.

ახლა უკვე იცით, როგორ უნდა მოამზადოთ პიცა ყინულის ფორმის წყალობით. ასეთი გამოცხობით შეინარჩუნებთ ფორმას, შიგთავსი კი აღარასდროს გადაიყრება გვერდებში, როგორც ეს ჩვეულებრივი პიცის შემთხვევაში ხდება.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.