რითია სასარგებლო თევზი
- ორაგული
ამ თევზს ნაზი, ნარინჯისფერი ან მოვარდისფრო-მოწითალო ხორცი აქვს. ორაგულის მოხმარება სასარგებლოა კანისა და ნერვული სისტემისთვის, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ორაგულში არსებულ მიკროელემენტებს შორის ლიდერობენ ფოსფორი და კალიუმი. სწორედ ამიტომ, ორაგულის ხორცი წარმოუდგენლად სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვისაც. - სკუმბრია
სკუმბრიას ხორცი საკმაოდ ცხიმიანია და არ აქვს წვრილი ძვლები. ეს ომეგა-3ის ცხიმოვანი მჟავების წყაროა და არეგულირებს ქოლესტერინის დონეს. ცილა, რომელსაც სკუმბრია შეიცავს, აითვისება სამჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ცხოველის ხორცისა! სკუმბრიას მოხმარება კვირაში 1-2ჯერ აუმჯობესებს მეხსიერებას, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, აძლიერებს თმებსა და ფრჩხილებს. ნუტრიციონისტებს აქვთ მოსაზრება, რომ სკუმბრია ორგანიზმს აახალგაზრდავენს ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით. - სარდინი
ეს შესანიშნავი ნედლეულია ცხლად შესაბოლავად. სარდინი შეიცავს იოდს, თუთიას, ნატრიუმს და უფრო სასარგებლოა, ვიდრე თეტრი თევზი. მათი ცხიმოვანი მჟავები ამცირებს ფსორიაზის სიმპტომებს. - ანჩოუსი
ამ წვრილი თევზის ხორცი ნაზი და წვნიანია. იგი არ შეიცავს ნახშირწყლებს, სამაგიეროდ, მდიდარია ცილებით. ეს ვიტამინ D-ს ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, რომელიც მოზარდი ორგანიზმისთვის აუცილებელია. - ჰალიბუტი
ამ თევზის რეგულარული მოხმარება უზრუნველყოფს ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკას. სელენი, რომელსაც ჰალიბუტის ხორცი შეიცავს, წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან. ჰალიბუტის ღვიძლი რეკორდსმენია A ვიტამინის შემცველობით. - კალმახი
ამ თევზის ხორცი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებს სისხლძარღვებისა და ნერვული ქსოვილების კედლებს. მეხსიერების გასაუმჯობესებლად საკმარისია ერთი ულუფა კალმახი კვირაში.