» » » თეთრებად ღირებული თევზი ოქროს ფასის ყოფილა: წითელზე უფრო სასარგებლოა! ახლა კატისთვის კი არა, ჩემთვის ვყიდულობ!

თეთრებად ღირებული თევზი ოქროს ფასის ყოფილა: წითელზე უფრო სასარგებლოა! ახლა კატისთვის კი არა, ჩემთვის ვყიდულობ!

ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი სასარგებლოა ორაგული და კალმახი. მაგრამ აღვნიშნავთ, რომ მხოლოდ მდინარეში თავისუფლად დაჭერილი და არა ის, რომელსაც სპეციალურ აუზებში აშენებენ და სპეციალური საკვებით კვებავენ. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ მსგავს ელიტური სახეობის თევზს სერიოზული კონკურენტი ჰყავს ბიუჟეტური და ხელმისაწვდომი თევზის სახით, რომელიც ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შესანიშნავ წყაროს წარმოადგენს.



ამ საამაყო თევზის სახელია - მოივა. "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, რით არის ის კარგი. ასევე, როგორ მოვამზადოთ სწორად, რომ მან მაქსიმუმი სარგებელი მოგვიტანოს.



ყველაზე სასარგებლო თევზი

თევზი მოივა ადამიანებისთვის დიდი ხანია ცნობილია. მას როგორც თავისთვის, ისე შინაური ცხოველებისთვის ყიდულობენ. ეს თევზი ცილებით არის მდიდარი: მასში 20-25% ადვილად ათვისებადი ცილაა. როგორც თევზის ყველა სახეობა, რომლებიც ატლანტის და არქტიკული ოკეანის ცივ წყლებში ბინადრობენ, ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავებით არის მდიდარი. ფიზიოლოგიის თვალსაზრისით ეს ცხიმები თევზს გასათბობად სჭირდება, ამიტომ შემოდგომის პერიოდში უფრო ცხიმიანი არის. 



მოივა მასში შემავალი დიდი რაოდენობის A და D ვიტამინების ჯგუფებით ფასობს. B12 ვიტამინი მასში უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ ხორცში. მოივაში შემავალი მიკროელემენტების წყალობით, უფრო სასარგებლოა. მის შემადგენლობაში ასევე იოდი, სელენი და ფოსფორი შედის. სელენი ძვლების და თმის პროცესში მონაწილეობს. ფოსფორის გარეშე ძვლის ქსოვილი განადგურება იწყება.



მოივამ რომ მაქსიმალური სარგებელი მოგიტანოთ, შეიძინეთ ცოცხალი ან გაყინული სახით. მნიშვნელოვანია: გაადნეთ ბუნებრივი გზით და არა მიკროღუმელში. არ ღირს შებოლილი მოივას დახლისკენ გახედვა, რადგან მასში სასარგებლო თვისებები პრაქტიკულად აღარ არის. ასევე სპეციალისტები მოივას შეწვის კატეგორიული მოწინააღმდეგები არიან. ასეთი მომზადების შედეგად პრაქტიკულად თევზის ყველა სასარგებლო თვისება კვდება. 



აი, მოხარშული ან ორთქლზე შემწვარი თევზი - იდეალურია. ასევე შეგიძლიათ ძალიან გემრიელი გამომცხვარი თევზი მოამზადოთ. ცოტა ფქვილში ამოავლეთ და სანელებლები დაუმატეთ. ტაფაზე პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ, თევზი მოათავსეთ და ტაფა 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით შედგით. 



დაუმატეთ ლიმონი და თევზით ისიამოვნეთ. გამოდის ძალიან გემრიელი, სწრაფი, იაფიანი და, რაც მთავარია, ჯანსაღი კერძი. მოივა ნამდვილად ორაგულზე ბევრად უკეთესია, რადგან მას სხვადასხვა საკვები დანამატებით არ კვებავენ, რომ სწრაფად გაიზარდოს.

გვიამბეთ კომენტარებში, გიყვართ თუ არა თქვენ მოივა. ასევე სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.