ინგრედიენტები:
- თევზი - 1 კილოგრამი
- ხახვი - 3 თავი
- სტაფილო - 150 გრამი
- დაჭრილი ქინძი და ოხრახუში - 1-1/2 ჩაის ჭიქა,
- ზეთი - 100 გრამი
- პამიდორის წვენი - 2 ჩაის ჭიქა
- დაფნის ფოთოლი - 3-4 ცალი
- სურნელოვანი ან შავი პილპილი - 25 მარცვალი
- მარილი - გემოვნების მიხედვით.
მომზადების წესი:
ქარიყლაპია, ლოქო, წვერა, კობრი ან სხვა რომელიმე თევზი გავასუფთავოთ, მოვაყაროთ მარილი და დავაწყოთ ღრმა ტაფაზე, მოვაყაროთ ალყად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, დავასხათ ზეთი და 2 ჩაის ჭიქა პამიდორის წვენი. ჩავაყოლოთ სტაფილო, დაფნის ფოთოლი, 20-25 მარცვალი სურნელოვანი ან შავი პილპილი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე. მოხარშული თევზის ნაჭრები ჩავალაგოთ ღრმა ჯამფილაში და ზედ მოვასხათ თავისივე წვენი. სუფრაზე მივიტანოთ ცივად.