რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ რითი უნდა ჩაანაცვლოთ აფთიაქის მედიკამენტები ისეთი რთული ცხოვრებისეული პერიოდის დროს, როგორიცაა კლიმაქსი.
ეფექტური ბალახები უძილობისა და დეპრესიის წინააღმდეგ
- ვალერიანი
ვალერიანი რეკომენდებულია ძილის პრობლემების დროს, რომლებიც გამოწვეულია შფოთვითა და სტრესით. განსაკუთრებით ძლიერია ვალერიანი სვიასთან ერთად. - შავბალახა
თამამად მიირთვით სედატიური ეფექტის მქონე ბალახი დღეში ოთხჯერ, ნაყენის სახით. - კრაზანა
კრაზანა ეფექტურად ებრძვის მსუბუქ დეპრესიას ქალებში, რომლებსაც კლიმაქსი აწუხებთ. - რადიოლა
ოქროსფერი ფესვი გეხმარებათ სტრესის, დაღლილობის დროს, აუმჯობესებს მეხსიერებასა და ყურადღების კონცენტრაციას, რაც მნიშვნელოვანია მენოპაუზის დროს. - ასფურცელა
აღსანიშნავია, რომ ასფურცელა უმკლავდება არამხოლოდ დეპრესიას, ცუდ განწყობასა და შეტევებს. ეს ბალახი ზოგადად აჯანსაღებს ორგანიზმს, აქვს ანტიბაქტერიული, სისხლისმადედებელი თვისებები და ეფექტურად ამცირებს სისხლის წნევასაც.
ასევე, კლიმაქსის დროს ძალიან სასარგებლოა ბალახეულის ნაკრებებიც. ფიტოთერაპიის კურსი უნდა დაგინიშნოთ პროფესიონალმა.