» » » რა არ უნდა მიირთვან 50+ ქალბატონებმა, რათა ახალგაზრდობა და სილამაზე შეინარჩუნონ

რა არ უნდა მიირთვან 50+ ქალბატონებმა, რათა ახალგაზრდობა და სილამაზე შეინარჩუნონ

50 წლის შემდეგ, ორგანიზმში პროცესები სრულიად სხვაგვარად მიმდინარეობს. ქალბატონებში დგება მენოპაუზა, მამაკაცებში - ანდროპაუზა, ან მამაკაცის კლიმაქსი. მენოპაუზის დროს ქალბატონებს აწუხებთ შეტევები, ვითარდება ოსტეოპოროზი, სიმსუქნე, ჰორმონალური დარღვევა - ყველაფერი, ხშირად, სარძევე ჯირკვლების კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს.

თუმცა, ყველა ეს საშინელი დიაგნოზი, რეალურად, არც ისეთი საშინელებაა, თუ საკუთარ მენიუს გადახედავს და სწორად და ნაბიჯ-ნაბიჯ გადახვალთ უფრო სასარგებლო საკვებზე. იმ პროდუქტებზე უარის თქმა, რომლებიც "კლავს" თქვენს ორგანიზმს 50 წლის შემდეგ, ორგანიზმისთვის აუცილებელი პროდუქტის მოხმარება დაგეხმარებათ კლიმაქსისა და ჰორმონალური დისბალანსის მსუბუქად გადატანაში.

ექიმების აზრით, სწორედ 50 წლის ასაკშია დრო არსებითი ცვლილებებისა და გემოვნური ჩვევების გადახარისხებისა. და, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, შეძლებთ მარტივად თქვათ, რომ 50 წლის ასკაში ცხოვრება ხელახლა იწყება.



ქალბატონების კვება 50+ ასაკში
Rchevebi.com-ის რედაქცია წარმოგიდგენთ სწორ კვებას 50 წლის შემდეგ და გაგაცნობთ პროდუქტებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მიიღოთ.



რა არ შეიძლება 50+ ქალბატონთათვის
  1. ქალბატონთა უმრავლესობას კლიმაქსი ბევრ დისკომფორტს არ უქმნის, ზოგიერთი კი ნამდვილად ავადდებიან დროის გარკვეულ მონაკვეთებში. დისკომფორტი გამოიხატება შეტევებით ფიზიოლოგიურ დონეზე და სტრესით - ფსიქოლოგიურზე.
    ამიტომ, გამორიცხეთ ალკოჰოლი და ყველა ცხარე საკვები რაციონიდან, რადგან სწორედ ეს ორი პროდუქტი იწვევს შეტევებს.


  2. თვითონ მარილი და ყველა ის პროდუქტი, რომელიც მარილს შეიცავს, იწვევს ძვლებიდან სისხლში კალციუმის გამოდევნას და, შედეგად, ძვლები ამ უმნიშვნელოვანესი ელემენტის დეფიციტს განიცდის. აქედან ჩნდება მწვავე ოსტეოპოროზის გაჩენის საბაბი მენოპაუზის პერიოდში.
    უთხარით "არა" გადამუშავებულ ხორცს სოსისის, სარდელის, ძეხვისა და კონსერვების სახით. გამორიცხეთ ეს პროდუქტები და გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე!


  3. ცხიმიანი და ფქვილიანი ზრდის სხეულის წონასა და სარძევე ჯირკვლის კიბოს გაჩენის რისკს.


  4. ტკბილეული თავიდანაც და მაცივრიდანაც უნდა მოიშოროთ1 თუ ტკბილის გარეშე არ შეგიძლიათ, მიირთვით ცუკატები და პასტილა.


კვების სწორი რაციონი 50+ ქალბატონთათვის
  1. რძის პროდუქტი აძლიერებს ძვლებს.


  2. სელის თესლი შეიცავს ფიტოესტროგენს. ამის წყალობით, სელის თესლი ავსებს ქალბატონებში ჰორმონების იმ უკმარისობას, რომელიც მენოპაუზის შემდეგ იჩენს თავს.


  3. თევზი, კონკრეტულად კი: ქაშაყი, სკუმბრია და სარდინები. ეს პროდუქტი შიცავს ომეგა3-ის პოლიგაუჯერებელ ცხიმოვან მჟავებს. ისინი აძლიერებს სისხლძარღვებს, გამოდევნის მათგან ქოლესტერინს კლიმაქსის დროს და არეგულირებს გულის ცხოველქმედებას.


  4. წყალთან უნდა იმეგობროთ! ისე მჭიდროდ, რომ ყავაზე და ჩაიზეც კი უნდა თქვათ უარი მისთვის.


  5. გიყვართ ვახშმობა? ივახშმეთ ხილითა და ბოსტნეულით. ესაა ვიტამინებით მდიდარი, ნატურალური კვება 50+ ქალბატონებისათვის.

ვიცი, რომ 50+ ქალბატონებს რჩევა მხოლოდ გამოცდილმა პროფესიონალმა უნდა მისცეს, სწორედ ამიტომ, ჩვენ რჩევა ვკითხეთ ცნობილ დიეტოლოგს, ელენა მალიშევას.

გისურვებ ჯანმრთელობას!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.