» » » 45+ ასაკში ქალბატონებს თუთია უფრო სჭირდებათ, ვიდრე წყალი! გამოავლინეთ დეფიციტი დროულად

45+ ასაკში ქალბატონებს თუთია უფრო სჭირდებათ, ვიდრე წყალი! გამოავლინეთ დეფიციტი დროულად

თუთია აუცილებელია ორგანიზმის თითოეული უჯრედისთვის: იგი გადამწყვეტ როლს ასრულებს უჯრედების მეტაბოლიზმში, იმუნური და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებაში, ჭრილობების შეხორცებასა და რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელობაში. თუმცა, მასზე იმდენს არ საუბრობენ, რამდენსაც კალიუმსა და მაგნიუმზე. უნდა ითქვას, რომ თუთიის დეფიციტის დიაგნოსტიკა რთული დავალებაა, რადგან მისი სიმპტომები ჰგავს სხვა მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის სიმპტომებს.



რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, რატომაა თუთია მნიშვნელოვანი ორგანიზმისთვის და როგორ გამოვავლინოთ მისი დეფიციტი.

თუთიის უკმარისობა
თუთიას საკვები პროდუქტების დიდი ნაწილი შეიცავს, განსაკუთრებით მდიდარი წყარო კი ხამანწკები, ცხვრის ხორცი, მდინარის თევზი და ფრინველებია. თუმცა, ამ მიკროელემენტების დეფიციტის გამოწვევა შეუძლია ყველას, ვინც დიეტებს იცავს და არაბალანსირებულად იკვებება. ასევე, რისკ-ჯგუფში არიან ისინი, რომლებიც კალციუმს ექიმის დანიშნულების გარეშე იღებს, რადგან იგი თუთიის ათვისებას უშლის ხელს.



ასევე, მედიკოსები გვახსენებენ, რომ თუთიის დეფიციტს სხვადასხვა რამ იწვევს: ვეგეტარიანელობა, დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, სპირტიანი სასმელების ჭარბი მოხმარება, ყავის დიდი რაოდენობით მიღება (დღეში 3 ფინჯანზე მეტი), გულძმარვით გამოწვეული დაზიანება, მოწამლვა, ორგანიზმის აღდგენის პოსტოპერაციული პერიოდი, ჰორმონალური პრეპარატების ხანგრძლივი დროით მიღება.



თუთიის დეფიციტის სიმპტომები ასაკთან ერთად იცვლება. მაგალითად, ბავშვებში ადგილი აქვს ზრდის შენელებას, მადის დაკარგვას, ცუდ განწყობას. მოხუცებში თუთიის უკმარისობა იწვევს პრობლემებს იმუნურ სისტემასა და თავის ტვინის ფუნქციონირებაში. ამიტომ, აუცილებელია, 45 წლის შემდეგ დროულად ჩააბაროთ სისხლის ანალიზი, რათა დადგინდეს მიკროელემენტების დეფიციტი.



მეცნიერებმა დაადგინეს კავშირი თუთიის უკმარისობასა და მამაკაცებში ადენომის პროსტატის განვითარებას შორის. გარდა ამისა, უარესდება სპერმის რაოდენობა და ხარისხი, მცირდება ტესტოსტერონის პროდუქცია, რაც იმპოტენციისა და უნაყოფობის მიზეზი ხდება. თუთიის ნაკლებობის დროს, ორგანიზმში, ხშირად, ჩნდება სახსრების დაავადებებიც. ავთვისებიანი სიმსივნე გაცილებით სწრაფად ვითარდება ამ მიკროელემენტის დეფიციტის დროს.

ორგანიზმში თუთიის დეფიციტის ნიშნები
  1. მცირე ჭრილობების ხანგრძლივი შეუხორცებლობა.
  2. ფრჩხილების მტვრევადობა და თმისცვენა
  3. ხელების კანკალი



  4. ნერვოზულობა, გაღიზიანებადობა და სწრაფი დაღლილობა
  5. ცუდი კოორდინაცია
  6. გემოსა და სუნის შეგრძნების დაქვეითება
  7. ხშირი სტომატიტი



  8. ღამის მხედველობის გაუარესება
  9. ხელებზე ალერგიული გამონაყარი
  10. მადის გაუარესება და კუჭის ხშირი აშლილობა.

ვიტამინები В2 და В6 ზრდის ამ მიკროელემენტის ხელმისაწვდომობას ორგანიზმისთვის და ამცირებს მის გამოდევნას შარდით, კალციუმი კი - პირიქით, აუარესებს თუთიის ათვისებას. ვიტამინო-მინერალური კომპლექსების უმრავლესობა შეიცავს თუთიას, ამიტომ ყველას, განსაკუთრებით 45+ ასაკის ადამიანებს, ვურჩევთ მათ პერიოდულ მიღებას. გაითვალისწინეთ, რომ ჯერ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რათა შეარჩიოთ ვიტამინების შესაბამისი კომპლექსი.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.