უნდა ითქვას, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია სრულყოფილი, ჯანსაღი კვებით! ყოველდღე შეგვიძლია სულ უფრო ჯანმრთელები გავხდეთ, საკვებად კონკრეტული პროდუქტის მოხმარებით. მათში არსებული ნატურალური ნივთიერებები ორგანიზმს დროულად წმენდს მავნე ნივთიერებებისგან და არ აგროვებს სისხლძარღვებში.
სიგარეტისა და ალკოჰოლის გადაჩვევა, წონაში კლება, ფიზიკური აქტივობის მაღალი დონე, მკვეთრად დაგეგმილი დიეტა - აუცილებელი ელემენტებია სისხლძარღვების ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. ეს ნებისმიერ ასაკში მოქმედებს! არც ერთი დღე ხილისა და ბოსტნეულის გარეშე: ესაა იმ ადამიანის ლოზუნგი, რომელსაც ინფარქტი არ ემუქრება.
ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა 10 სუპერპროდუქტით
- ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი
ვიტამინი K, რომელსაც ბროკოლი შეიცავს, ორგანიზმს ეხმარება, ქოლესტერინის დონე მუდმივად ნორმაში მოაქციოს. საკვები ბოჭკოები, რომლებსაც ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს, გამოდევნის სხეულში წლობით დაგროვილ მავნე ნივთიერებებს, ხელს უშლის ნაწლავებში ქოლესტერინის შეწოვას. - კურკუმა
კურკუმინი, რომელსაც ეს სანელებელი შეიცავს, ამცირებს წნევასა და ათეროსკლეროზის განვითარების რისკს(2ჯერ) რეგულარული მოხმარების შემთხვევაში. ამასთან, ეს ძალიან არომატული სუნელია. - სატაცური
სატაცური აძლიერებს იმუნიტეტს და სიცოცხლეს უბრუნებს გაუწყლოებულ უჯრედებს. საპონინი, კუმარინი, ასპარაგინი, ნახშირბადული ნაერთები, ეთერზეთები, ასკორბინისა და ნიკოტინის მჟავა მის შემადგენლობაში სისხლძარღვებს წმენდს. - დარიჩინი
ხელს გიწყობთ გახდომაში, სისხლში შაქრის დონის შემცირებასა და ნივთიერებათა ცვლის აქტივიზაციაში. მწიკვი დარიჩინი ჩაიში, ყავაში ან ნებისმიერ სხვა სასმელში - უდიდესი წვლილია ჯანმრთელობისთვის. - ავოკადო
ავოკადოს მირთმევა იაფი სიამოვნება არაა, თუმცა ხანდახან მიეცით თავს ამის უფლება! უჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველობის წყალობით, ავოკადო ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ეს ნაყოფი არამხოლოდ სისხლძარღვებისთვის, არამედ კანისთვისაც ძალიან კარგია! - ბროწეული
პუნიკალაგინი - მძლავრი ანტიოქსიდანტი ბროწეულის შემადგენლობაში, რომელიც აშორებს სისხლძარღვებსა და არტერიებში კედლებზე მიწებებულ კოლტებს. იმ ადამიანების სისხლძარღვები, რომლებიც მუდმივად მიირთმევენ ამ გემრიელ ხილს, ასაკთან ერთად ელასტიურობას არ კარგავს. - ხურმა
კალიუმი, იოდი, ანტიოქსიდანტები და პოლიფენოლები ხურმის შემადგენლობაში ამცირებს სისხლძარღვებში ქოლესტერინის რაოდენობას. ზოგიერთი ექიმი ხურმას კარდიოხილს უწოდებს, ვინაიდან იგი სასარგებლოა გულისთვის. - სპირულინა
სპირულინას აქვს თვისება, აღადგინოს ნაწლავების ჯანსაღი მიკროფლორა, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციონირებას, ამსუბუქებს სტენოკარდიით დაავალდებულთა მდგომარეობას და არეგულირებს წნევას. - მწვანე ჩაი
ასეთი მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებაც ებრძვის ათეროსკლეროზს. მწვანე ჩაი გამოდევნის შლაკებსა და ტოქსინებს ორგანიზმიდან. გარდა ამისა, კატეხინები, რომლებსაც მწვანე ჩაი შეიცავს, ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას ორგანიზმში და ხელს უშლის სერიოზული დაავადებების განვითარებას. - ძახველი
კალიუმის მაღალი შემცველობის წყალობით, ძახველი ფასეული რესურსია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. ასევე, ძახველი არეგულირებს საჭმლის მონელებასა და ყველა მიმოცვლით პროცესს, ორგანიზმს ეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.