» » » 50 მლ ამ სასმლისა დღეში და თქვენი სისხლძარღვები გაიწმინდება. ინსულტი ვეღარ შეგაშინებთ!

50 მლ ამ სასმლისა დღეში და თქვენი სისხლძარღვები გაიწმინდება. ინსულტი ვეღარ შეგაშინებთ!

სისხლძარღვების ერთ-ერთი თვისება გაცვეთაა.. დროთა განმავლობაში, ისინი კარგავენ სიმკვრივესა და ელასტიურობას, მათ კედლლებზე ჩნდება ათეროსკლეროზული კოლტები, რომლებიც იწვევს თავის ტკივილებს და მაღალ არტერიულ წნევას. ათეროსკლეროზული კოლტები, ასევე, ინფარქტისა და ინსულტის გავრცელებული მიზეზია.



ხალხური მედიცინა გვთავაზობს უამრავ საშუალებას სისხლძარღვების გასაწმენდავად, რჩევების რედაქცია კი მათდგან ყველაზე ეფექტურ მეთოდს გაგაცნობთ. წამალი, რომლის გამოყენებასაც ჩვენ გირჩევთ, შედგება ნივრისა და ლიმონისგან - ნატურალური კომპონენტებისგან. ნიორი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ლიმონი კი სისხლძარღვების აღდგენას უწყობს ხელს.

სისხლძარღვების წმენდა ლიმონითა და ნივრით
ინგრედიენტები
  • 6 ლიმონი
  • 30 კბილი ნიორი
  • 1 ლ წყალი
მომზადება და გამოყენება
  1. გარეცხეთ ლიმონი, გაარჩიეთ ნიორი. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დააფქვიეთ ბლენდერში,
  2. მიღებული მასა მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ წყალი და დადგით ცეცხლზე.
  3. როგორც კი ადუღდება, მაშინვე გამორთეთ ცეცხლი. გააგრილეთ, გადაასხით მოსახერხებელ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.
  4. მიირთვით სასმელი 3 კვირის მანძილზე, დღეში 50 მლ ოდენობით.


აუცილებლად შეისვენეთ პირველი კურსის შემდეგ 1 კვირით და გაიმეორეთ 21-დღიანი პროცედურა. პროფილაქტიკის მიზნით, ასეთი კურსის ჩატარება საკმარისია წელიწადში ორჯერ.

ამ სასმლის სარგებელი ფასდაუდებელია. იგი გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გააძლიერებს იმუნიტეტს და ხელს შეუშლის კიბოს უჯრედების განვითარებას ანტიოქსიდანტების წყალობით. ასევე, ეს საშუალება აუმჯობესებს თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციონირებას.

წამლის უკუჩვენებებია: კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ფეხმძიმობის ან ლაქტაციის პერიოდი, ეპილეპსია ან ალერგია რომელიმე ინგრედიენტზე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.