ამას არ უნდა შეეგუოთ. უბრალოდ გაიწმინდეთ სისხლძარღვები და მოიშორეთ ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკი. პროფესიონალური წმენდა გულისხმობს ქირურგიულ ან მედიკამენტოზურ ჩარევას, თუმცა, იგი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში დაგჭირდებათ. თუ შესაძლო გართულებების თავიდან აცილება გსურთ. გირჩევთ ხალხურ საშუალებას.
საფრთე გულისა და ტვინისთვის
დიდი რაოდენობით კოლტი სისხლძარღვების კედლებზე ართულებს სისხლის გადინებას. გული უფრო აქტიურად იწყებს მუშაობას, მაშინაც კი, თუ ისვენებთ. ასე ვითარდება გულის უკმარისობა, ჰიპერტონია, კუნთების გამოცვეთა. ყველაზე დიდი საშინელება - სისხლძარღვის სრული გადაკეტვა ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოებთან(გული, ტვინი). ეს გამოიწვევს პარალიზებას.
ცხოვრების წესი
ცხოვრების არასწორი წესი - ეს ჩახერგვის ყველაზე ხშირი მიზეზია. გახსენით მაცივარი, შეიხედეთ სამზარეულოს თითოეულ კარადაში: თუ იპოვით საკვებს, რომელიც დიდი რაოდენობით შაქარს ან ცხიმს შეიცავს, თქვენი ცხოვრების წესი ჯანსაღი წესისგან შორსაა.
მავნე ქოლესტერინი, რომელიც სისხლძარღვებში გროვდება, ასევე, ჩნდება ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებით. ამასთან, სწორედ ალკოჰოლის მოქმედების ქვეშ სუსტდება გული და, დროთა განმავლობაში, ხდება დამოკიდებული სპირტიან სასმელებზე ისევე, როგორც საწვავზე.
პრობლემის პირველი სიმპტომები
- ხშირი თავბრუსხვევა
- გონების დაკარგვა
- შავი წრეები თვალქვეშ
- ცივი ხელები და ფეხები, კიდურების დაბუჟება
- წნევის მკვეთრი ცვლილებები.
როგორ მოვამზადოთ გამწმენდი სასმელი
ინგრედიენტები
- 300 მლ წყალი
- 1 ს.კ. თხევადი თაფლი
- ყურძნის 15 ნაყოფი(მწვანე ან ლურჯი)
- 1 ბანანი
- 3 ს.კ. შვრიის ფანტელი
- 30 გ უმარილო ნუში
მომზადება
- გარეცხეთ ყურძენი, გაწმინდეთ ბანანი.
- მოათავსეთ ინგრედიენტები ბლენდერში და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
სასმლის მიღება, პრაქტიკულად, ყოველდღე შეგიძლიათ: სისხლძარღვების გაწმენდასთან და გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან ერთად, იგი დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაშიც. დატკბით გემოთი და შედეგით.
თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გაქვთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან!