» » » 10 პროდუქტი უნაკლოდ წმენდს არტერიებს: ინფარქტის პროფილაქტიკის მიზნით

10 პროდუქტი უნაკლოდ წმენდს არტერიებს: ინფარქტის პროფილაქტიკის მიზნით

ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირობაა სისხლძარღვების სისუფთავე და გამტარობა! მათ კედლებზე ნადებისა და კოლტების დაგროვება ისეთი საშიში დაავადებების ძირითადი მიზეზია, როგორებიცაა ინფარქტი და ინსულტი. სისხლძარღვების გაჭედვა იწვევს გულის იშემურ დაავადებასაც.

ალბათ, არცაა საჭირო იმის თქმა, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს თავიდან ავირიდებთ სრულყოფილი ჯანსაღი კვების გზით. კონკრეტული პროდუქტების დამსახურებით, სულ უფრო ჯანმრთელი ვხდებით. მოწევასა და ალკოჰოლზე უარის თქმა, წონაში კლება, ფიზიკური აქტივობის მაღალი დონე, მკვეთრად დაგეგმილი დიეტა - სისხლძარღვების ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის აუცილებელი ნაწილია. ეს ნებისმიერ ასაკში იმოქმედებს. არც ერთი დღე ხილ-ბოსტნეულის გარეშე: ეს ლოზუნგია იმ ადამიანის, რომელსაც არ ემუქრება ინფარქტი.



ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა
10 პროდუქტი არტეტიების გასაწმენდად
  1. ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი
    К ვიტამინი, რომელიც ბროკოლიში გვხვდება, ორგანიზმს ქოლესტერინის დონის დაბალანსებაში ეხმარება. საკვები ბოჭკოები, რომლებსაც ყვავილოვანი კომბოსტოც შეიცავს, გამოდევნის ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა და ხელს უშლის ნაწლავებში ქოლესტერინის ათვისებას.
    ხახვი, ნიორი, სტაფილო - ეს ბოსტნეულიც გვეხმარება ორგანიზმის გაწმენდაში. მათგან ბოსტნეულის სუპის მომზადებით, თქვენ შექმნით საუკეთესო საშუალებას პროფილაქტიკისთვის.



  2. კურკუმა
    კურკუმინი, რომელსაც სანელებელი შეიცავს, ამცირებს წნევასა და ათეროსკლეროზის გაჩენის რისკს ორჯერ, რეგულარული მოხმარების შემთხვევაში. ამასთან, ეს საკმაოდ არომატული სანელებელია.



  3. სატაცური
    სატაცური აძლიერებს იმუნიტეტს და გაუწყლოებულ უჯრედებს სიცოცხლეს უბრუნებს. საპონინი, კუმარინი, ასპარაგინი, ნახშირწყლოვანი ნაერთები, ეთერზეთები, ასკორბინისა და ნიკოტინის მჟავები მის შემადგენლობაში უნარჩუნებს სისხლძარღვებს სისუფთავეს.



  4. დარიჩინი
    ხელს უწყობს გახდომას, სისხლში შაქრის დონის შემცირებას და ნივთიერებათა ცვლის აქტივაციას. მწიკვი დარიჩინი ჩაიში, ყავასა თუ სხვა სასმელში - ფასდაუდებელი ნაბიჯია ჯანმრთელობისკენ.



  5. ავოკადო
    ავოკადოს რეგულარული მირთმევა არაიაფი სიამოვნებაა, თუმცა ხანდახან - რატომაც არა! ავოკადო, უჯერი ცხიმოვანი მჟვების შემცველობით, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ეს ნაყოფი სასარგებლოა არამხოლოდ სისხლძარღვთა სისტემისთვის, არამედ კანისთვისაც: აუმჯობესებს მის იერს, ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას.



  6. ბროწეული
    პუნიკალაგინი - მძლავრი ანტიოქსიდანტი ბროწეულის შემადგენლობაში, რომელიც აშორებს ნადებს სისხლძარღვებისა და არტერიების კედლებს. ადამიანებს, რომლებიც ამ გემრიელ ხილს რეგულარულად მიირთმევენ, სისხლძარღვები მუდმივად ელასტიური და ჯანმრთელი აქვთ.



  7. ხურმა
    კალიუმი, იოდი, ანტიოქსიდანტები და პოლიფენოლები ხურმის შემადგენლობაში ამცირებს სისხლძარღვებში ქოლესტერინის დონეს. ზოგიერთი ექიმი ხურმას კარდიოხილს უწოდებს - იგი ძალიან სასარგებლოა გულისთვის.



  8. სპირულინი
    სპირულინს ნაწლავების მიკროფლორის ჯანმრთელობის აღდგენა, ღვიძლის ფუნქციონირების გაუმჯობესება, სტენოკარდიის სიმპტომების შემსუბუქება და წნევის დარეგულირება შეუძლია.



  9. მწვანე ჩაი
    ეს უბრალო და ხელმისაწვდომი საშუალება გვეხმარება ათეროსკლეროზთან ბრძოლაში! მწვანე ჩაი გამოდევნის ორგანიზმიდან შლაკებსა და ტოქსინებს. გარდა ამისა, კატეხინი, რომელიც მწვანე ჩაის შემადგენლობაშია, ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას ორგანიზმში და ხელს უშლის სერიოზული დაავადებების გაჩენას.



  10. კოწახური
    კალიუმის შემცველობის წყალობით, კოწახური მნიშვნელოვანი წყაროა ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. ასევე, კოწახური არეგულირებს საჭმლის მონელებასა და ყველა მეტაბოლისტურ პროცესს, რითიც ორგანიზმს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება.


თუ ამ 10 პროდუქტს ყოველდღიურ რაციონში შეიტანთ, თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა საათივით იმუშავებს!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.