ფანჯარა - სინათლის წყაროა. იმისათვის, რომ მათი გავლით სახლში შემოდგომის მზის სხივებმა შემოაღწიოს, მინები სუფთა უნდა იყოს. ეს ეხება ფანჯრის რაფებსაც.
რატომ ყვითლდება რაფები
რაფები ყვითლდება, იფარება ობით, მათზე ჩნდება ყვავილის ქოთნების ლაქები. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მათ არასათანადოდ უვლით.
დღეს ჩვენ გასწავლით, თუ როგორ უნდა გაათეთროთ დაბინძურებული ფანჯრის რაფები:
- ზედაპირული გაწმენდისთვის გამოიყენეთ სველი ტილო.
- თუ პრობლემა უფრო სერიოზულია, რაფაზეა ფლომასტერების, მარკერების, კალმების ლაქები, დაღვრილი იოდი, მწვანე ან სხვა სითხე, გამოიყენეთ ფანჯრის მინების საწმენდი საშუალება, რომლის შემადგენლობაშიც ნიშადურის სპირტია.
- თუ რაფა არ გათეთრდა, მოამზადეთ ფაფა მათეთრებელი სარეცხი ფხვნილისა და წყლისგან. წაუსვით იგი თხელ ფენად რაფას და გააჩერეთ 1 საათით, შემდეგ გაწმინდეთ.
- დაბინძურებას კარგად უმკლავდება ჩვეულებრივი შავი სარეცხი საპონიც. გასაპნეთ ღრუბელი და გაწმინდეთ რაფა.
- ჟანგს გაუმკლავდება გაუზავებელი ძმრის ესენცია. მასთან მუშაობა აუცილებელია ხელთათმანებით, რათა ხელის კანი არ დაიზიანოთ.
- როცა რაფებს გაწმენდთ, შეუდექით მათ გათეტრებას. ამისათვის გამოგადგებათ ქლორის შემცველი მათეტრებელი, რომელიც საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიაში იყიდება.
- შავ ობთან ბრძოლაში დაგეხმარებათ საკვები სოდა. მოამზადეთ სოდისა და წყლის ფაფა, წაუსვით სოკოს და გააჩერეთ 1 საათით. შემდეგ კარგად ჩამორეცხეთ.