ძველი და შელახული ტერაკოტის ქცვესადგომიანი ქოთანი კარგად გარეცხეთ საპნით და გამოხარშეთ სოდიან წყალში 20-30 წთ-ის განმავლობაში, კვლავ გარეცხეთ საპნით და გამოხარშეთ სოდიან წყალში 20-30 წთ-ის განმავლობაში, კვლავ გარეცხეთ და დადგით მზეზე გასაშრობად.
იმ შემთხვევაში, თუ ქვესადგამიანი ქოთანი ახალია, მაშინ კარგად გაწმინდეთ სპირტიანი ჩვრით და ისიც მოათავსეთ გასაშრობად.
სამუშაოს დაწყების წინ, წინასწარ განსაზღვრეთ, თუ სად გსურთ ზოლების გაკეთება. სიმეტრიის დასაცავად, გამოიყენეთ სახაზავი, ხოლო ქოთნის საწყის წერტილებად აიღეთ ქოთნის ძირი ან ყელი, გადაზომეთ და მონიშნეთ ფანქრით.
საიზოლაციო ლენტი ისე შემოახვიეთ ქოთანს, რომ საშლელით შეძლოთ ფანქრის ნიშნულების მოცილება. მაქსიმალურად რბილი ეფექტის მისაღებად შეურიეთ 2 წილი საღებავი 1 წილ წყალში, კარგად მოურიეთ, რბილი ფუნჯით შეღებეთ და კარგად გააშრეთ.
საღებავის გაშრობის შემდეგ, საიზოლაციო ლენტის შიგნით, მანამ სანამ საღებავი ჯერ კიდევ ახალია, აფხიკეთ ბასრი დანის წვერით ან სკალპელით. ზოლებიანი ქოთანიც მზად არის.