ლაქები ტანსაცმელზე მოუწესრიგებლობის ნიშანია. დასაწყისისთვის, ლაქები უნდა გარეცხოთ და მხოლოდ შემდეგ გახვიდეთ ხალხში. ამაში ჩვეულებრივი დიასახლისის საპონი დაგეხმარებათ. ჯერ წაუსვით საპონი ლაქებს, გახეხეთ და შეაგდეთ მანქანაში.
თეთრი ლაქები დეოზოდორანტისგან
არსებობს შემთხვევები, როცა პერანგი ან მაისური დიდხანს იდო დაბინძურებული და ლაქები ჩაჯდა. ასეთი სიტუაციებისთვის არსებობს გარეცხვის კიდევ რამდენიმე საშუალება:
- დაალბეთ ერთი საათით მოხარშული მარილის ხსნარში. შემდეგ გარეცხეთ სუფთა წყალში.
- დაამუშავეთ ლაქა ძმარმჟავის ან ლიმონის წვენის მსუბუქ ხსნარში. გააჩერეთ და შემდეგ გარეცხეთ.
- დაგეხმარებათ გლიცერინიც. წაუსვით იგი დალაქავებულ მონაკვეთს და რამდენიმე წუთში გახეხეთ აცეტონით დასველებული ხელსახოცით.
- არ შეიძლება მისი გამოყენება სველ კანზე, შხაპის მიღებისთანავე, მაგალითად. სისველე აშორებს დეზოდორანტის დამცავ ფენას და იწოვს მას ფორებში.
- არაა რეკომენდებული დეზოდორანტის გამოყენება პარსვის შემდეგ. ეს პირდაპირი გზაა კანის გაღიზიანებისა და გამოშრობისა.
- არ აგერიოთ დეოდორანტი ანტიპერსპირანტებთან. დეზოდორანტის დავალებაა უსიამოვნო სუნის შენიღბვა, ხოლო ანტიპერსპირანტისა - სუნიანი ოფლის წარმოქმნისთვის ხელის შეშლა. თუ დეზოდორანტს იყენებთ, პრობლემა კი ისევ გაწუხებთ, შეიძინეთ ანტიპერსპირანტი.
- წაიკითხეთ პროდუქტის შემადგენლობა. იაფფასიანი დეზოდორანტები შეიცავს ალუმინს, რომელიც მომენტალურად ბლოკავს საოფლე ჯირკვლებს. ეს წარმოქმნის ხანმოკლე ეფექტს, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე.
- არ გამოიყენოთ დეზოდორანტი შხაპის ნაცვლად. ასე ოფლის ფენას დაფარავთ თხელი ფენით, რომელიც რამდენიმე საათში ქრება, მის ქვეშ არსებული ოფლი კი უარესად სუნიანი ხდება.
- არ დაუჯეროთ ყველაფერს, რაც ეტიკეტზე წერია. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელმა მასზე დაწერა ფრაზა "48 საათიანი დაცვა), ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი ნამდვილად 48 საათის მანძილზე დაგიცავთ.
- გამოიყენეთ ოფლისგან დაცვლა ძილის წინაც. ძილის დროს საოფლე ჯირკვლები ნაკლებად აქტიურია, ამიტომ პროდუქტს დრო ექნება სრულად შეწოვისა და დამცავი ბარიერის გააქტიურებისა მომდევნო დღისთვის.