» » » მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ რეცეპტს

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ რეცეპტს

ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანი უნდა მოერიდოს ცხიმიან და მლაშე საჭმელებს, ბევრი სითხის მიღებას, ემოციურ დატვირთვას, გადაღლას. პირველადი დახმარების მიზნით საჭიროა ტერფების დათბუნება აბაზანის ან სათბურას საშუალებით. ავადმყოფს კეფაზე დაადეთ სპირტიანი ტილო.

გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ რეცეპტს:
  1. ნახევარი ჭიქა მაწონი და ნახევარი ჭიქა ბორჯომი აურიეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ თან იზომეთ წნევა; როდესაც ნორმას მიაღწევს; შეწყვიტეთ სმა.

  2. ავადმყოფს დღეში 3-ჯერ მიეცით თითო ჩ/ჭ დო. აკონტროლეთ წნევა.

  3. მიირთვით ძახველის ნაყოფი.

  4. 10-12 კაკლის უღელი მოხარშეთ 1 ლ წყალში, სითხის განახევრებამდე. მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო ღვინის ჭიქა. იზომეთ წნევა.

  5. ერთი მუჭა მსხლის ფითრი ხარშეთ 3 ლ წყალში მის განახევრებამდე. გაცივების შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ 100 გრ თითო მიღებაზე. სვით 2 დღე.

მაღალი არტერიული წნევა
  1. ჭიქაში მოვათავსოთ 1 ს/კ სიმინდის ფქვილი და დავასხათ ცხელი წყალი. ჭიქა უნდა შევავსოთ. დავაყენოთ ერთი ღამე. დილით უზმოზე დავლიოთ ეს წყალი ისე, რომ ჭიქა არ შევანჯღრიოთ.

  2. ერთი ჩ/ჭ კამის თესლი გაყავით 3 ნაწილად, აიღეთ 1/3 ნაწილი, დანაყეთ, მოხარშეთ 1ლ წყალში და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, თითო მიღებაზე 100-150 გრ თბილი ნახარში. ზედიზედ უნდა დალიოთ 3 ლ (თითო მოხარშვაზე 1/3 ჩ/ჭ თესლი 1 ლ წყალზე). მძიმე ავადმყოფი მორჩა.

  3. კომშის 300 ფოთოლი მოხარშეთ 1 ლ წყალში, ადუღეთ განახევრებამდე, მიიღეთ დღეში 3-ჯერ 1 ს/კ-ით .

  4. გაიკეთეთ ცხელი აბაზანა (ფეხები მუხლებამდე გქონდეთ წყალში). წყალს გაურიეთ ძმარი, მდოგვი. შუბლზე დაიდეთ ძმრიანი ტილო.

  5. 5 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 5 ლ ცივი წყალი და წამოადუღეთ. გაცივების შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ წყლის ნაცვლად დღეში 3-ჯერ ღვინის ჭიქით. ნაცადია, კარგია.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.