ყაბზობას სხადასხვა მიზეზი და მექანიზმი აქვს, იგი ხშირად თან ერთვის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას, კოლიტს, აპენდიციტს, ნაღველ-კენჭოვან დაავადებას, საშარდე გზების კენჭოვან და ანთებით დაავადებას, ქალის სასქესო ორგანოების და დანამატების ანთებას, ქრონიკულ პერიტონიტს, კლიმაქსს, სიმსუქნეს. იშვიათად მისი მიზეზია ნაწლავთა შეხორცებები, გადაგრეხა, სიმსივნე.
- ყაბზობის (შეკრულობის) დროს სასურველ შედეგს იძლევა შავი ქლიავის ან შვრიის ნახარში და ბოლოკის წვენი, მჟავე კომბოსტოს თბილი წვენი ან ალუბლის კურკების ნახარში დღეში 3-4-ჯერ.
- ეფექტურია აგრეთვე კიტრის მწნილის წვენი დღეში 2-3 ჭიქის ოდენობით. სასურველი წვენის მისაღებად კიტრი მარილიან წყალში ერთი თვე მაინც უნდა იმყოფებოდეს.
- კარგია ჭარხლისა და სტაფილოს მიღება როგორც ნატურალური, ასევე წონის სახით. სასარგებლოა კამის ნახარშიც.
- ვისაც აწუხებს ქრონიკული ყაბზობა ( შეკრულობა), საკვებს უნდა დაამატოს მცენარეული ზეთი, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავთა პერისტალტიკას.
- მუცელში შეკვრას იშვიათად იგრძნობთ, ცაცხვის ჩაის თუ მიეჩვევით და მიიღებთ ჩვეულებრივი ჩაისა და ყავის მაგიერ.
- სტაფილოს წვენი მიიღეთ ღვინის ჭიქით დღეში 3-ჯერ.
- ერთი ჩ/ჭ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი აადუღეთ, გააცივეთ და დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ანადუღარი გაცივებული წყალი. მიიღეთ უზმოზე.
- ოთხი - ხუთი ძირი მრავალძარღვა 10-15 წთ ადუღეთ 2 ლ წყალში. მიიღეთ დღეში 3-ჯერ არყის ჭიქით. შეგიძლიათ დაატკბოთ.