» » » აი როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში შიის ტანის კარაქი

აი როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში შიის ტანის კარაქი

შიის კარაქში უხვადაა უცვლელი ცხიმოვანი მჟავები და ანტიოქსიდანტები, რაც დაზიანებული კანის აღდგენას უწყობს ხელს. ეს მკვებავი ტანის კარაქი ვარდის კოკრის ზეთს შეიცავს, რომელიც თანაბარ ფერს აძლევს კანს. მასში შედის კანის ელასტიკურობის გასაუმჯობესებელი კანაფის თესლის ზეთიც.

100 გრამის მოსამზადებლად საჭიროა:

ინგრედიენტები:
  • 1 ჩ.კ ვარდის კოკორის ზეთი
  • 2 ჩ.კ კანაფის თესლი
  • 1 ს.კ შიის კარაქი
  • 1 ჩ.კ ფუტკრის ცვილი
  • 60 მლ მინერალური წყალი
  • 1 ჩ.კ გლიცერინი
  • 1 ს.კ ემულგატორი ცვილი
  • 6 წვეთი ჟასმინის ეთერზეთი
  • 3 წვეთი ლიმონის ეთერზეთი
  • 3 წვეთი სანდალის ხის ეთერზეთი

მომზადების წესი:
  1. ორთქლის თასში ზეთისგან, კარაქისა და ფუტკრის ცვილისგან მოამზადეთ ემულსია. ცვილი რომ დადნება, გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან.

  2. ქვაბში 80 გრადუსამდე გააცხელეთ მინერალური წყალი. დაუმატეთ გლიცერინი და ემულგატორი ცვილი და ურიეთ, სანამ ინგრედიენტები კარგად არ გაიხსნება. მიღებულ მასას ჩაუმატეთ ცხელი ემულსია. შერევისას გამოიყენეთ ხელის სათქვეფი ან ხელის ბლენდერი. ურიეთ გაუჩერებლად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

  3. მიღებულ მასას შეურიეთ ეთერზეთები და გაგრილების პროცესში დროდადრო მოურიეთ. გადაიტანეთ სტერილურ ქილაში და თავზე დაახურეთ. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას ან მაცივარში. ინახება 6 კვირა.

გამოყენების წესი:
ხელის მსუბუქი და ზემოთ მიმართული მოძრაობით წაისვით ტანზე. განსაკუთრებით დაიმუშავეთ ის ზონები, სადაც კანი გამომშრალია.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.