100 გრამის დასამზადებლად დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ კაკაოს ცხიმი
- 1 ჩ/კ გულყვითელას მაცერირებული ზეთი
- 1 ჩ/კ ფუტკრის ცვილი
- 3 ს/კ მინერალური წყალი
- 1 ს/კ ელულგატორი ცვილი
- 1 ჩ/კ გლიცერინი
- 1 ჩ/კ ალოეს წვენი
- 3 წვეთი სამკურნალო გვირილის ეთერზეთი
- 1 წვეთი ლავანდის ეთერზეთი
- 1 წვეთი ვარდის ეთერზეთი
მომზადების წესი:
ორთქლის ქვაბზე კარაქისგან, ზეთებისა და ცვილისგან მოამზადეთ ემულსია. ცვილის დადნობისთანავე გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან.
ტაფაში 80 გრადუსამდე შეათბეთ მინერალური წყალი. დაუმატეთ ემულგატორი ცვილი და გლიცერინი. ურიეთ, სანამ ცვილი ბოლომდე გაიხსნება. დაუმატეთ გლიცერნი და ალოეს წვენი.
ცხელი წყლის ნარევს დაუმატეთ ცხელი ზეთების ნარევი და ხელის სათქვეფით ან ხელის ბლენდერით თქვიფეთ გაუჩერებლა, სანამ ინგრედიენტები გაიხსნება.
დაუმატეთ ეთერზეთები და გაგრილებისას დროდადრო მოურიეთ.
მიღებული მასა გადაიტანეთ სტერილურ ქილაში და დატოვეთ გასაგრილებლად. გაგრილების შემდეგ დაახურეთ თავზე და და შეინახეთ მაცივარში. შენახვის ვადაა 6 კვირა.
გამოყენების წესი:
გაწმენდის შემდეგ ხელის მოკლე, წრიული მოძრაობით ნაზად წაისვით სახეზე და ყელზე. მოერიდეთ თვალის მიდამოებს.