ამაზე ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს. ამასთან, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც თვითონ ქალს ეკუთვნის, თუმცა, Rchevebi.com-ის რედაქციამ გადაწყვიტა, გაერკვეს 40 წლის ასაკში დაფეხმძიმების ყველა დადებით და უარყოფით მხარეში, ამაზე ახლა ვისაუბრებთ.
როგორ უნდა მოიქცეთ გვიანი ფეხმძიმობის დროს
ამ სიატუაციაში დაბნეულობა სრულებით ნორმალურია, რადგან ეს ძალიან საპასუხისმგებლო ნაბიჯია. ჩვენ ვთვლით, რომ თავიდანვე უნდა განსაზღვროთ რაციონალური პოზიცია. არსებობს სხვადასხვა სიტუაცია, ამიტომ ყველა დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, თუ ფინანსური ან ფიზიკური მდგომარეობა ხელს არ გაძლევთ, არ ღირს ასეთ რისკზე წასვლა.
ხშირად გაიგონებთ ფრაზას: "თუ ღმერთმა შვილი გაჩუქათ, მის წილ სარჩოსაც გამოგიგზავნით", თუმცა ეს საკმაოდ არადამაჯერებლად ჟღერს. დამოკიდებული მხოლოდ საკუთარ ძალასა და შესაძლებლობებზე უნდა იყოთ. მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, მანამდე კი გავერკვეთ დადებით და უარყოფით მხარეებში გვიანი ფეხმძიმობისა.
გვიანი ფეხმძიმობის შედეგები
- ჯანმრთელობა
ბუნებრივია, ეს პირველია, რაზეც უნდა ისაუბროთ. 40 წლის შემდეგ რთულია დაფეხმძიმება, ამიტომ ნუ გადადებთ პირველ ფეხმძიმობას ამ ასაკისთვის. მაღალია საშვილოსნოსგარე ფეხმძიმობისა და ნაყოფის აუტანლობის რისკიც, არსებობს ალბათობა, რომ დიდხანს მოგიწევთ წოლა შენარჩუნებისთვის.
ასევე, მაღალია იმის ალბათობაც, რომ ბავშვი სერიოზული თანდაყოლილი დაავადებებით გაჩნდეს. მაგალიტად, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს ასეთი დედა 1 : 30 ალბათობით გააჩენს. მოგიხდებათ უამრავი ტესტის გავლა, ანალიზების აღება, მაგრამ ვერავინ მოგცემთ მყარ გარანტიას. - ფსიქიკური მდგომარეობა
ეს ძალიან რთულია... აი, წარმოიდგინეთ სიტუაცია: ტესტი გაიკეთეთ და იგი აჩვენებს, რომ თქვენ(ღმერთმა დაგიფაროთ) ავადმყოფი ბავშვი გაგიჩნდებათ.. მორალური არჩევანი - მისცეთ თუ არა მას სიცოცხლის საშუალება - უკიდურესად რთულია. მშობლები ორივე შემთხვევაში იტანჯებიან. ასეთი ბავშვის გაჩენა ხომ უამრავ პრობლემას შეგიქმნით, მაგრამ როგორ განიცდიან ისინი, ვინც აბორტის გადაწყვეტილებას მიიღებს - ამაზე წარმოდგენაც კი მიჭირს.
თუმცა, თითოეული ქალი მზადაა ამისთვის. ამან, შესაძლოა, ძლიერად დააზიანოს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობაც. - ცხოვრება
რა დაუნდობლადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, მაღალია რისკი იმისა, რომ ბავშვი მალე დაკარგავს მშობლებს. უნდა იფიქროთ ამაზეც: იქნებ ბავშვს არავინ მიხედავს, რამე რომ მოხდეს? თუ სიცოცხლეს აჩენთ, უნდა გაიაზროთ მთელი პასუხისმგებლობაც. აქ ეგოიზმის ადგილი არაა. - ფინანსური საკითხი
მშობლებს, შესაძლოა, არ ეყოთ რესურსები ბავშვის ფეხზე დასაყენებლად. თუ სხვა ბავშვებიც გყავთ, გეყოფათ ფინანსები განათლებისთვის, კიდევ ერთი შვილის გაჩენის შემთხვევაში? ყველა ეს საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანია. - სიმშვიდის უგულებელყოფა
თუ მშვიდ სიბერესა და ცხოვრებას გეგმავდით, მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის, ეს შეუძლებელი გახდება კიდევ ერთი ბავშვის გაჩენის შემდეგ. ბავშვი - ესაა ენერგიის უშრეტი წყარო, რომელსაც თან უნდა სდევდე, ეთამაშო. მისი მოზარდის ასაკი კი 50 წლის ასაკში წამოგეწევათ. ამაზეც უნდა დაფიქრდეთ.
- დიდი განსხვავება ასაკში
ეს განსხვავება თითქმის ორი თაობაა, რაც გაზრდის გაუგებრობებს მშობლებსა და შვილს შორის. - მორალური ზეწოლა გარშემომყოფებისგან
ეცდებიან თქვენს გადარწმუნებას! მშობლები, ნათესავები, ექიმები და მესამე თაობის დეიდას კი, ქვემო ქართლიდან, რომელმაც სულ ერთხელ გნახათ ცხოვრებაში. დიახ, ცოტას ვაჭარბებთ, მაგრამ მაინც. თქვენ უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ საავადმყოფოში "მშობიარობისთვის მოხუცს" გიწოდებენ, ზოგიერთი კი ამრეზადაც კი შემოგხედავთ. თუმცა, აქ თქვენი მომზადების დონე შეეწინააღმდეგება ყველა მსგავს სირთულეს.
- მეორე ახალგაზრდობა
ქალები, რომლებიც 40 წლის შემდეგ აჩენენ ბავშვს, გაცილებით ახალგაზრდად და ლამაზად გამოიყურებიან, თანატოლებთან შედარებით. საქმე ისაა, რომ ორგანიზმი, პირდაპირი გაგებით, შეიძენს მეორე ახალგაზრდობას: ხდება ჰორმონალური აფეთქება, რომლის შემდეგაც ქალის მდგომარეობა და გარეგნობა უმჯობესდება. - პასუხისმგებლობა
პრაქტიკულად, დამტკიცებულია, რომ 40+ დედები გაცილებით პასუხისმგებლიანად ეკიდება ფეხმძიმობას, ვიდრე, შედარებით, ახალგაზრდები. 40 წლის ასაკში, ქალს გააზრებული აქვს აუცილებლობა იმისა, რომ ყურადღება მიაქციოს საკუთარ ჯანმრთელობას და უფრო პასუხისმგებლობითაც უდგება ყველაფერს. იგი აუცილებლად გააკეთებს ყველაფერს ისე, როგორც ბავშვისთვის იქნება კარგი. - ჭკვიანი ბავშვი
არსებობს კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ ბავშვები, რომლებიც არააახალგაზრდა მშობლებს გაუჩნდათ, გაცილებით ჭკვიანები და ნიჭიერები არიან. თუმცა, შესაძლოა, საქმე ისაა, რომ მშობლებს მეტი დრო აქვთ ბავშვისთვის ყურადღების დასათმობად. - სიბრძნე
ამ პუნქტში შედის ორი რამ: მორალური და ფინანსური მდგომარეობა. დაღვინებული მშობლები მშვიდი, გამოცდილი და ბრძენი არიან. ისინი საუკეთესო აღმზრდელებადაც ითვლებიან. ხშირად, 40 წლის ასაკში მშობლების მატერიალური მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე, მაგალითად, 20 წლის ასაკში. ამიტომაც, ფინანსურ ასპექტში ისინი უკეთ უზრუნველყოფენ შვილს. - არ გაქვთ დაბერებისა და ავადმყოფობის დრო
ადამიანები მორალურად გრძნობენ თავს უფრო ახალგაზრდად და ენერგიულად. მათ არ აქვთ ავადმყოფობის დრო - ჰყავთ პატარა ბავშვი. არსებობს უამრავი შემთხვევა, როცა ხანში შესული ადამიანები, ბავშვის გაჩენის შემდეგ, რადიკალურად შეცვლილან. ბავშვი თქვენი სტიმულია უფრო დიდხანს სიცოცხლისთვის, აქტიურობისა და ჯანმრთელობისთვის. - ოცნების განხორციელება
ზოგს, უბრალოდ, არ გამოსდიოდა დაფეხმძიმება მანამდე. ეს ბავშვი კი, მიუხედავად თქვენი ასაკისა, მოგანიჭებთ ახალ სიცოცხლეს და დედობის ასეთ ნანატრ ბედნიერებას მოგანიჭებთ.
არსებობს გვიანდელი ფეხმძიმობის უამრავი ვარსკვლავური მაგალითი(სელმა ჰაიეკი, სელინ დიონი, კიმ ბესინჯერი და ა.შ.). მათი ოჯახები ამ საჩუქარმა ძალიან გააბედნიერა.
გისურვებთ სწორი არჩევანის გაკეთებას და სასიამოვნო ფეხმძიმობას!