ბრენდი
ზოგს სპირტიანი ნაყენის მოსამზადებლად ბრენდის გამოყენება ურჩევნია მისი მოტკბო გემოს გამო.
არაყი
უფერული და სუფთა, მაღალგრადუსიანი არაყი სპირტიანი ნაყენების მოსამზადებლად იდეალურია.
სასარგებლო თვისებები:
გამხსნელი. სპირტი ეთერზეთების გასახსნელად და შესარევად გამოიყენება. კარგი ბაზა ტანის აეროზოლებისა და ბუნებრივი სუნამოების დასამზადებლად. სპირტიანი ნაყენების მომზადებისას ხელს უწყობს მცენარის აქტიური კომპონენტების სითხეში გახსნას.
ანტისეპტიკი. სპირტი მსუბუქი ჭრილობებისა და ნაკაწრებისთვის უსაფრთხო ანტისეპტიკია. სახლის პირობებში კოსმეტიკურ ნაწარმში გამოყენებისას, სპირტი სასარგებლო კონსერვანტია, რაც ნაწარმს საშიში ბაქტერიების გამრავლებისგან იცავს.
თმისა და თავის კანის კონდიციონერი. 4 ს/კ დაჭრილი (ან ერთი მოზრდილი ძირი) ნედლი როზმარინი 250 მლ არაყში ჩაალბეთ და ღამით დატოვეთ. შემდეგ გადაწურეთ საწურში ან ჩაის ფილტრში. მიღებული სითხე შეიზილეთ თმის ძირებში და დაიტოვეთ გასაშრობად. შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნით ან უბრალოდ გადაივლეთ გრილი წყალი.
სპირტი უფრო ნაკლებ საზიანოა კანისთვის, ვიდრე სინთეტიკური კონსერვანტები, მაგ: პარაბენები.