» » » განტვირთვის დღის რამდენიმე ვარიანტი: გარდასახეთ სხეული სასურველი კუთხით 24 საათში

განტვირთვის დღის რამდენიმე ვარიანტი: გარდასახეთ სხეული სასურველი კუთხით 24 საათში

განტვირთვის დღეები აუცილებელია დროდადრო ყველასთვის, მათთვისაც კი, ვისაც ჭარბი წონა არ აწუხებს. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, დღეისათვის კაცობრიობა ჭარბი ჭამის ეპოქაში შევიდა: საკვების სიჭარბე იწვევს არარეგულარულ კვებას, შედეგად კი არასასურველ შედეგებს.
ამიტომ, დიეტოლოგები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ დაბალანსებული კვება სასარგებლო პროდუქტების მოხმარებაა ყოველდღე, ხოლო რაღაც პერიოდში სრული და ნაწილობრივი შიმშილი. თუ კვირაში ორჯერ რაციონს 500 კალორიამდე შეასრულებთ, გათავისუფლდებით ჭარბი წონისგან და გაიუმჯობესებთ ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობას. ნუთუ ეს არ სჯობს გამომფიტავ დიეტებს?



რჩევების რედაქციამ მოამზადა განტვირთვის დღეების 8 ვარიანტი. აირჩიეთ, რომელი რაციონი უფრო მოგწონთ.

მენიუ განტვირთვის დღისათვის
  1. ზამთრის ბოსტნეულის
    300 გ სტაფილო, 300 გ მოხარშული ჭარხალი, 2 კვერცხი და 1 ს.კ. მცენარეული ზეთი.
    ბოსტნეული დახეხეთ მსხვილად, მოხარშული კვერცხი - კუბებად, შეურიეთ და მოასხით ზეთი. სურვილისამებრ, მოასხით ლიმონის წვენიც. სალათი უნდა მიირთვათ დღის განმავლობაში ხუთ ნაწილად.


  2. კიტრის
    შეარჩიეთ ზაფხულის დღეები, როცა ბაზარში ორგანულ კიტრებს ყიდიან. 1.5 კგ კიტრი და ერთი კონა ნებისმიერი მწვანილი დაყავით საკვების 5 მიღებად.

  3. ყველისა და კვერცხის
    ასეთი რეჟიმის დროს საუზმეს შეადგენს 1 ფინჯანი ყავა და 100 გ მაგარი ყველი, სადილი - 2 კვერცხი და ფინჯანი ჩაი, ვახშამი - 200 გ ყველი და ჩაი.


  4. ბრინჯი
    150 გ გაუფცქვნელი ბრინჯი გარეცხეთ კარგად და მოხარშეთ ოდნავ მარილიან წყალში. მიირთვით ბრინჯი დღის განმავლობაში სამ ნაწილად.

  5. ცილის
    საუზმე: 100 გ მაგარი ყველი და ყავა, სადილი - 2 მოხარშული კვერცხი და 100 გ მოხარშული ქათამი, ვახშამი - 200 გ ხაჭო, ძილის წინ - ჭიქა კეფირი.

  6. ხილის
    დღის განმავლობაში მიირთვით 1.5 კგ ნებისმიერი ხილი, ბანანის გარდა.


  7. წიწიბურა-კეფირის
    200 გ წიწიბურას საღამოს მდუღარე დაასხით ისე, რომ 2 სმ-თი დაფაროს ფაფა. შეახვიეთ და გააჩერეთ მთელი ღამით. გაანაწილეთ მიღებული ფაფა და 1 ლ უცხიმო კეფირი 5 მიღებად.

  8. კეფირის
    ასეტი განტვირთვის დღე წმენდს ნაწლავებს და არეგულირებს მათ ფუნქციონირებას. მარტივად გადასატანია! დღის განმავლობაში უნდა დალიოთ 1.5 დაბალპროცენტიანი კეფირი.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.