» » » მარტივი სქემა, რომელიც არა უბრალოდ მინიმალურ დროში დაგაკლებინებთ წონას, არამედ გააჯანსაღებს მთელ ორგანიზმს.

მარტივი სქემა, რომელიც არა უბრალოდ მინიმალურ დროში დაგაკლებინებთ წონას, არამედ გააჯანსაღებს მთელ ორგანიზმს.

გსურთ წონის სწრაფად დაკლება და ზაფხულის სეზონისთვის კარგ ფორმაში ყოფნა? მიაქციეთ ყურადღება ამ მეთოდს, რომელსაც დღევანდელ სტატიაში "რჩევების" რედაქცია გთავაზობთ. სწორედ კვების ამ მენიუს მიმართავენ ცნობილი ლამაზმანები ხანმოკლე დროში სასურველი ფუგრის მოსაპოველბად. განტვირთვის დღის მოწყობა ხილითა და ბოსტნეულით დაგიცავთ შეშუპებისგან, ზედმეტი კანქვეშა ცხიმისგან, ტოქსინებისგან და საკვების მავნე ნარჩენებისგან, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში რეგულარულად გროვდება.

განტვირთივს ასეთი დღეების მოწყობა შეგიძლიათ ყოველ მე-2 ან მე-3 დღეს. განსაკუთრებით მარტივი ამ სქემის მიხედვით კვება სწორედ ზაფხულის პერიოდშია, რადგან ამ დროს ბუნება გვთავაზობს უამრავ არომატულ ხილს: საზამთრო, მარწვი, გარგარი, ქლიავი და ა.შ.



მზადება განტვირთვის დღისთვის

საკუთარ ორგანიზმს განტვირთვა რომ მოუწყოთ, პირველ რიგში, ამოარჩიეთ ბოსტნეულისა და ხილის რამდენიმე სახეობა და მოიმარაგეთ ისინი იმ რაოდენობით, რომ მთელი დღის განმავლობაში გეყოთ. საერთო ჯამში ერთი დღისთვის თქვენ დაგჭირდებათ 1-დან 2 კილოგრამამდე ხილი და ბოსტნეული. ყოველ 1 საათში ერთხელ თქვენ უნდა მიირთვათ 100-150 გრამი სასარგებლო პროდუქტი.

დეტოქსიკაციის პროცესის ჩასართავად, დილით, უზმოზე მიირთვით 1 პატარა კონა ოხრახუში, რადგან ეს მწვანილი საკმაოდ ძლიერი დიურეტიკია, თანაც წარმოადგენს ანტიოქსიდანტებისა და C ვიტამინის საკამოდ დიდ ბუნებრივ წყაროს.



ოხრახუშის მირთმევის თანავე ორგანიზმი დაიმუხტება ენერგიით და დაიწყება ზედმეტი სითხის გამოდევნის პროცესი. თუ ამ მწვანილი გემო მაინც და მაინც არ გხიბლავთ და მისი პირდაპირ მირთმევა თქვენში არასასიამოვნო შეგრძნებებს აღძრავს, ბლენდერის გამოყენებით დაფქვით ის, დაამატეთ წყალი და 1 ლიმონის წვენი.

განტვირთვის დღის მოწყობისას თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ უშაქრო მწვანე ჩაი სასურველი რაოდენობით. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა მიიღოთ საჭირო რაოდენობით წყალი (მინიმუმ 1,5-2 ლ).



ხილი და ბოსტნეული, რომელთაც უპირატესობა უნდა მიანიჭოთ:
  1. კომბოსტო
    მოცემული პროდუქტი გამოირჩევა შარდმდენი ეფექტის, წმენდს ორგანიზმს და ახშობს მასში მიმდინარე ანთებით პროცესებს. კომბოსტო, უფრო კონკრეტულად კი მისი წვენი, ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართული ფუნქციონირებისთვის. ის ეფექტურად ამარცხებს გასტრიტს და მომატებული მჟავიანობისგან გაჩენილ წყლულებს, თავიდან გვარიდებს ათეროსკლეროზის განვითარებას და ა.შ.

  2. სტაფილო
    მოცემული ბოსტნეული სტიმულირებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობას, გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. სტაფილოს სასარგებლო გავლენა აქვს თმისა და კანის მდგომარეობაზე. თუ თქვენ მას რეგულარულად მიირთმევთ, შეძლებთ მახვილი მხედველობის შენარჩუნებასაც კი.



  3. ჭარხალი
    ჭარხალი ეფექტურად ებრძვის ყაბზობას, ახშობს მსხვილ ნაწლავში მიმდინარე ანთებით პროცესებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. განსაკუთრებით სასარგებლო გავლენა მოცემულ ბოსტნეულს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე აქვს. ის არეგულირებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებასაც.

  4. ნიახური
    ძალიან სასარგებლო პროდუქტი, რომელიც წმენდს სისხლს, აჩქარებს ცხიმის წვის პროცესს და სტიმულირებს საჭმლის მონელებას.

  5. კიტრი
    ყველასათვის საყვარელი ეს ბოსტნეული გამოირჩევა დაბალი კალორიულობით, უჯრედისისა და მინერალური ნივთიერებების მაღალი შემცველობით. კიტრისთვის დამახასიათებელია მსუბუქი შარდმდენი ეფექტი.

  6. ლიმონი
    ლიმონი, ასევე წყალი მასში ლიმონის წვენის დამატებით - ძალიან პოპულარული და სასარგებლო პროდუქტი, რომელიც ატუტოვანებს ორგანიზმს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ტუტე გარემოში სიმსივნურ უჯრედებს და სოკოვან დაავადებებს არსებობა არ შეუძლია. თუ თქვენ ყოველდღიურად 1 ჩაის ჭიქა წყალში ჩაწურულ 1 ლიმონის წვენს მიიღებთ, შეძლებთ არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას და წონის დაკლებას, არამედ მთელი ორგანიზმის გაჯანსაღებას.



  7. ფორთოხალი
    C ვიტამინისა და უჯრედისის ძალიან დიდი ბუნებრივი წყარო, რომელსაც სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ნერვულ სისტემაზე და მოქმედებს, როგორც ანტიდეპრესანტი. ფორთოხლისთვის დამახასიათებელია მსუბუქი საფაღარათო და შარდმდენი ეფექტი.

  8. გრეიფრუტი
    ვიტამინების მაღალი შემცველობა და ცხიმების დაშლის უნარი გრეიფრუტს ღირებულ პროდუქტად აქცევს, რომელიც უნდა შედიოდეს აბსოლიტურად ყველა დიეტაში. ეს ციტრუსი განსაკუთრებით სასარგებლოა დიაბეტიკებისთვის, ის წმენდს სისხლძარღვებს და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.



  9. ვაშლი
    ამარაგებს ორგანიზმს რკინითა და ანტიოქსიდანტებით. ვაშლს ძალიან სასარგებლო გავლენა აქვს სისხლის შემადგენლობაზე, პექტინის მაღალი შემცველობის ხარჯზე არეგულირებს და აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს, აახალგაზრდავებს მთელ ორგანიზმს და ა.შ.



თქვენ უკვე ფლობთ სრულ ინფორმაციას, თუ როგორ მოუწყოთ საკუთარ თავს ძალიან სასარგებლო განტვირთვის დღეები. ეს სქემა დაგეხმარებათ არა მხოლოდ წონის დაკლებაში, არამედ მთელი ორგანიზმის გაახალგაზრდავებაში.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.