როგორ ფიქრობთ, რომელი ქვეყანაა ომლეტის სამშობლო? უცნაური კითხვაა, არა? ალბათ, ფიქრობთ, რომ ეს საფრანგეთია, თუმცა.. არსებობს ასეთი ფაქტი: კვერცხს ამ მეთოდით ფრანგებამდე დიდი ხნით ადრე ამზადებდნენ. მაგალითად, ძველ რომში უყვარდათ კვერცხის რძესა და თაფლთან შერევა. როცა თაფლი კარგად იხსნებოდა, მასას აყრიდნენ წიწაკას და წვავდნენ. რა მოხდება, თუ ასე გადავხედავთ ყველა კერძს? მათი მომზადების ვარიაცია ხომ უთვალავი გახდება. აი, ომლეტის უფრო თანამედროვე ვარიანტი კი ნამდვილად საფრანგეთს ეკუთვნის.
საფრანგეთში ომლეტი პირველი კერძია, რომლის მომზადებაც თავმოყვარე მზარეულმა უნდა შეისწავლოს. კვერცხის ათქვეფა შეიძლება მხოლოდ ჩანგლით, შეწვა კი - მხოლოდ სქელძირიან ტაფაზე და მხოლოდ კარაქზე. არავითარი დანამატები! აი, ასე გამოიყურება ორიგინალური ომლეტი, თუმცა, ჩვენ ფრანგები არ ვართ, ამიტომ შეგვიძლია, ომლეტის მომზადებისას ფანტაზიები ავუშვათ.
წარმოგიდგენთ ომლეტის მომზადების რამდენიმე შესანიშნავ ვარიანტს:
ყველითა და ლორითინგრედიენტები- 2 კვერცხი
- 2-3 ს.კ. რძე
- 1-2 ს.კ. ხორბლის ფქვილი
- 75-100 გ მაგარი ყველი
- 1 მწიკვი მარილი
- 15 გ მცენარეული ზეთი
- 50-75 გ ლორი
- მწვანილი გემოვნებით
გაათბეთ რძე, ათქვიფეთ მასში კვერცხი და დაუმატეთ მარილი. თანდათან მოაყარეთ ფქვილიც. გააჩერეთ მასა რამდენიმე წუთით. ამ დროისთვის დაჭერით ლორი კუბებად, ყველი კი დახეხეთ საშუალო ზომაზე. აიღეთ ტაფა და გაათბეთ მცენარეული ზეთი. უბრალოდ დაასხით მასზე კვერცხის მასა. შეწვით ომლეტი ერთი მხრიდან და გადააბრუნეთ. მოაყარეთ დახეხილი ყველი ზედაპირზე. დაალაგეთ დაჭრილი ლორი ერთ ნახევარზე და გადაკეცეთ კვერცხის ბლინი. კარგად შებრაწეთ და მორთეთ მზა კერძი წვრილად დაჭრილი მწვანილით.
ლორითა და პომიდვრითინგრედიენტები- 4 კვერცხი
- 2 ს.კ. რძე
- 70-100 გ ლორი
- 1 პომიდორი
- მარილი, წიწაკა გემოვნებით
- 1-2 ს.კ. მცენარეული ზეთი
ათქვიფეთ კვერცხი მიქსერით, დაუმატეთ მარილი და წიწაკა. დაჭერით პომიდორი და ლორი კუბებად. ჩაასხით მასის 2/3 გაცხელებულ ტაფაში. შეწვით მანამ, სანამ ზედა ფენა არ გამაგრდება. დაალაგეთ ზემოდან პომიდორი და ლორი. შეახვიეთ ბლინი ტაფაზევე, მიწიეთ კუთხეში და დარჩენილი კვერცხის მასაც დაასხით ტაფაზე. 1 წუთის შემდეგ კიდევ ერთხელ შეახვიეთ ომლეტი რულეტად. ასე შიგთავსს უფრო ღრმად შეახვევთ და წვნიანს გახდით. თუ მაგარი ყველი გიყვართ, შეგიძლიათ, შიგთავსს ისიც დაუმატოთ.
ზღვის პროდუქტებითინგრედიენტები- 2 კვერცხი
- 1 ბულგარული წიწაკა
- 30-50 მლ რძე
- 50 გ კალმარი
- 1-2 მწიკვი მარილი
- 25 გ გაწმენდილი კრევეტები
- 25 გ მიდია
- 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
- 1 კბილი ნიორი
- მწვანილი გემოვნებით
გაალხვეთ გაყინული კრევეტები და მიდიები. დაჭერით კალმარი, ნიორი, ბულგარული წიწაკა კუბებად. როცა მცენარეული ზეთი გაცხელდება, შეწვით ყველა ზღვის პროდუქტი ნიორთან ერთად, 2 წუთის მანძილზე. არ შეგეშინდეთ მაღალ ცეცხლზე შეწვისა. ახლა მოაყარეთ ამ ყველაფერს პილპილი და 30 წამი კიდევ გააჩერეთ. გადმოყარეთ ეს ყველაფერი თასში.
მიქსერით ათქვიფეთ კვერცხისა და რძის მასა, მოაყარეთ მარილი. დაასხით ცხელ ტაფაზე და შეწვით საშუალო ცეცხლზე. მოაყარეთ პროდუქტი ერთ ნაწილზე, მეორე კი ზემოდან დააფარეთ. გამორთეთ ცეცხლი და დაელოდეთ რამდენიმე წუთით. ომლეტი მზადაა, მორთეთ მწვანილით.
კიტრის მწნილითა და ძეხვით~
ინგრედიენტები- 4 კვერცხი
- 1.5 ჭიქა რძე
- 2 დამწნილებული კიტრი
- 450 გ საექიმო ძეხვი
- სუნელები და მწვანილები გემოვნებით
ათქვიფეთ კვერცხი, რძე და მარილი. დაჭერით კიტრი და ძეხვი კუბებად. დაუმატეთ დაჭრილი პროდუქტი კვერცხის მასას და მოურიეთ. წვრილად დაჭერით მწვანილიც და დაუმატეთ ძირითად მასას სანელებლებთან ერთად. მოურიეთ კიდევ ერთხელ და ჩაასხით გაცხელებულ ტაფაში. შეწვით ორივე მხარეს.