» » » ამ მცენარის თესლის ზეთი ხელს უწყობს თრომბოციტების წარმოქმნას, ის შეიცავს რკინას, სპილენძს, A, E და B ჯგუფის ვიტამინებს

ამ მცენარის თესლის ზეთი ხელს უწყობს თრომბოციტების წარმოქმნას, ის შეიცავს რკინას, სპილენძს, A, E და B ჯგუფის ვიტამინებს

ეს მცენარე ცნობილია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500 წელს. ძველ ეგვიპტეში, ის გამოიყენებოდა მხოლოდ, როგორც წამალი. ქუნჯუთის სამშობლო სამხრეთ აფრიკაა. ის ტროპიკული ბალახოვანი მცენარეა, რომლის პარკში სამკურნალო თვისებების მქონე თესლებია მოთავსებული. მან დიდი გამოყენება ჰპოვა მედიცინასა და კულინარიაში. ქუნჯუთის თესლებისგან მიღებული ზეთი ხელს უწყობს თრომბოციტების წარმოქმნას, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს სისხლის შედედებას. ამ თვისების გამო, ის ჰემორაგიული დიათეზების მკურნალობაში გამოიყენება. ქუნჯუთის ზეთი მთელი რიგი მალამოების და ემულსიების შემადგენელობაში შედის. ქუნჯუთის თესლები შეიცავს რკინას, სპილენძს, A, E და B ჯგუფის ვიტამინებს, მაგნიუმს, კალციუმს.

ქუნჯუთის თესლის ნახარში ბუასილის მკურნალობაში

ინგრედიენტები:
  • ქუნჯუთის თესლი - 20-30 გრ
  • წყალი - 400 მლ

    მომზადების წესი:
    ნედლეული დავფქვათ ყავის საფქვავში, დავასხათ ადუღებამდე მიყვანილი წყალი და დავდგათ საშუალო ცეცხლზე 5 წთ. შემდეგ გავწუროთ.
    მივიღოთ შეუზღუდავი რაოდენობით დღის განმავლობაში. ნახარშით შეიძლება ჩამოვიბანოთ ანალური მიდამოც.

    ქუნჯუთის ფხვნილი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსაყვანად

    ინგრედიენტი:
  • ქუნჯუთის თესლი - 20 გრ

    მომზადების წესი:
    ნედლეული დავფქვათ ყავის საფქვავში ფხვნილის მიღებამდე.
    მივიღოთ 7-10 გრ ფხვნილი 3-ჯერ დღეში 20-წთ-ით ადრე ჭამამდე, თან ადუღებული ცივი წყალი მივაყოლოთ.

    ქუნჯუთის თესლის თაფლიანი ხსნარი დიარეის დროს

    ინგრედიენტები:
  • ქუნჯუთის თესლი - 15-20 გრ
  • თაფლი - 5-7 გრ
  • წყალი - 250 მლ

    მომზადების წესი:
    ნედლეული დავფქვათ ყავის საფქვავში, თაფლი გავხსნათ წყალში და დავუმატოთ ფხვნილი.
    მივიღოთ მცირე პორციებით დღის განმავლობაში გაუმჯობესებამდე.

    ქუნჯუთის თესლის კომპრესი სარძევე ჯირკვლის ანთების მოსახსნელად

    ინგრედიენტები:
  • ქუნჯუთის თესლი - 30 გრ
  • მცენარეული ზეთი - 5-7 გრ

მომზადების წესი:
ნედლეული დავფქვათ ყავის საფქვავში და შევურიოთ ზეთს.
დავიდოთ კომპრესი სარძევე ჯირკვლის ანთებით უბანზე, დავიფაროთ ტილოს ნაჭერი და გავაჩეროთ ანთებითი პროცესის მოხსნამდე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.