» » » ყველაზე პოპულარული და უმარტივესი ომლეტი სტაფილოთი და ხორცით

ყველაზე პოპულარული და უმარტივესი ომლეტი სტაფილოთი და ხორცით

გთავაზობთ ყველაზე პოპულარული და უმარტივესი ომლეტის რეცეპტებს. ომლეტი მზადდება თითქმის ისევე, როგორც ჩვეულებრივი ერბოკვერცხი, მხოლოდ ემატება რძე და ზოგჯერ რომელიმე ბოსტნეული. კარგად ათქვეფილ ყოველ 5 კვერცხზე უნდა ავიღოთ, 1/3 ჩაის ჭიქა ცივი რძე, 1 ჩაის კოვზი პურის ფქვილი და 1 ჩაის კოვზი კარაქი ან ერბო. კარგად შემწვარი ომლეტი ორად გადაკეცილი უნდა გადავიტანოთ თეფშზე და ისე მივიტანოთ სუფრაზე.

ომლეტი სტაფილოთი

დაგჭირდებათ:
  • კვერცხი - 7 ცალი
  • რძე - 1 ჩაის ჭიქა
  • სტაფილო - 200 გრამი
  • ერბო - 60 გრამი
  • მარილი - გემოვნების მიხედვით.

    მომზადების წესი:
    7 კვერცხი კარგად ავთქვიფოთ 1 ჩაის ჭიქა რძესთან ერთად, მოვაყაროთ მარილი. ჩავყაროთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნახევრად მოხარშული სტაფილო, დავასხათ გაცხელებულ ებოწასმულ ტაფაზე და შევდგათ ჰაერღუმელში. გამოცხობის შემდეგ სუფრაზე მივიტანოთ ტაფითვე.

    ომლეტი ხორცით

    ინგრედიენტები:
  • კვერცხი - 5 ცალი
  • რძე -1 ჩაი ჭიქა
  • ხორცი - 250 გრამი
  • ერბო - 60 გრამი

მომზადების წესი:
კარგად ავთქვიფოთ 5 კვერცხი და 1 ჩაის ჭიქა რძე. შიგ ჩავყაროთ წინასწარ მოხრაკული ხორცის ფარში და შევწვათ ერბომოსხმულ ტაფაზე, უმჯობესია - ჰაერღუმელში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.