» » » ყველაზე ეფექტური დიეტა: 6 რეცეპტი საყოველთაოდ ცნობილ დიეტოლოგ დიუკანისგან

ყველაზე ეფექტური დიეტა: 6 რეცეპტი საყოველთაოდ ცნობილ დიეტოლოგ დიუკანისგან

ჩვეულებრივი დიასახლისები თუ ცნობილი მსახიობები, ხანში შესულები და ახალგაზრდები, რომლებსაც ჭარბი წონის პრობლემა აწუხებთ, ირჩევენ დიუკანის დიეტას. ფრანგმა პიერ დიუკანმა გადაწყვიტა, დაკავებულიყო კვებისა და გახდომის საკითხით მხოლოდ იმიტომ, რომ დახმარება მის ერთ-ერთ მეგობარს სჭირდებოდა. პროფესიით ნევროლოგმა შეისწავლა უამრავი სპეციალიზებული ლიტერატურა და შეადგინა არამხოლოდ დიეტა, არამედ კვების მთელი სისტემა, რომელიც ადამიანებს ეხმარება წონაში დაკლებასა და შედეგების შენარჩუნებაში. დღეს, ამ დიეტით გამხდართა რიცხვი 15 000 000-ს აღწევს.

პიერმა დაამტკიცა, რომ მარტივი მიდგომა ეფექტურია! მთავარია, სწორი მენიუ, დიდი რაოდენობით ცილები და მინიმალური ნახშირწყლები. რაციონის პირველი ორი ფაზა იძლევა სწრაფი გახდომის გარანტიას, შემდეგი ორი კი - შედეგის შენარჩუნებას. ძირითადი პროდუქტია: კვერცხი, თევზი, უცხიმო რძის პროდუქტი, ფრინველისა და ძროხის ხორცი. მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია. გთავაზობთ მთელი დღის რაციონის კერძების რეცეპტებს, რომლებიც გემრიელია, მრავალფეროვანიცაა და სწრაფადაც მზადდება. დიეტა კი არა, ნამდვილი განტვირთვაა!

მენიუ დიუკანის დიეტისთვის

საუზმე: ომლეტი სოკოთი, ნაკლებად მარილიანი თევზი


ომლეტის მოსამზადებლად ათქვიფეთ ორი ცალი კვერცხი ნახევარ ჭიქა რძესთან ერთად. დაუმატეთ მასას მარილი და წიწაკა გემოვნებით. ჩაასხით იგი სილიკონის საცხობ ფორმაში და ზემოდან მოაყარეთ ორი ცალი დაჭრილი შამპინიონი. შედგით ომლეტი 180 °С-ზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით. საუზმის მრავალფეროვნებისთვის შეცვალეთ სოკო ნებისმიერი ბოსტნეულით.



ორი ნაჭერი ნაკლებად მარილიანი სკუმბრია საუზმის შესანიშნავი დანამატია. გირჩევთ, ერთბაშად მოამზადოთ მთლიანი თევზი და შეინახოთ მაცივარში. მაშ ასე, დაჭერით თევზი, გაწმინდეთ. ცალკე აადუღეთ 1 ლ წყალი. დაუმატეთ 5 ს.კ. მარილი, 5 მარცვალი შავი წიწაკა, 3 დაფნის ფოთოლი, 1 გათლილი ხახვის თავი. ხარშეთ 10 წუთით, დაასხით თევზს ცივი მარინადი და გააჩერეთ 2 საათით. საუზმე მზადაა!

მეორე საუზმე: ჩიზქეიქი


ათქვიფეთ კვერცხის 5 ცილა ქაფამდე, დაუმატეთ 5 ს.კ. უცხიმო ხაჭო, ისევ ათქვიფეთ. დაუმატეთ 2 ს.კ. ლიმონის წვენი, 2 ს.კ. სიმინდის სახამებელი, 3 ჩ.კ. შაქრის შემცვლელი და 2 ცალი ათქვეფილი კვერცხის გული. კარგად მოურიეთ, დაასხით მრგვალ ფორმაზე და აცხვეთ 180 გრადუსზე 12 წუთით.

სადილი: ქათმის სუპი


მოხარშეთ 0.5 კგ წათმის მკერდი მარილიან წყალში. დაუმატეთ ბულიონს დაჭრილი ნახევარი თავი ხახვი, მარილი გემოვნებით. ცალკე ათქვიფეთ 2 ცალი კვერცხი. ნელ-ნელა დაუმატეთ მდუღარე ბულიონს. როცა სუპი მზად იქნება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კამა.

სამხარი: დიუკანის ბლინები დარიჩინით


დაუმატეთ 2 ს.კ. ქატო, 1 ჩ.კ. სიმინდის სახამებელი, 1 მწიკვი დარიჩინი, 0.5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი 150 მლ უცხიმო რძეს. ათქვიფეთ 2 ც კვერცხი, დახეხეთ 1/2 ვაშლი. დაუმატეთ ეს ინგრედიენტები რძიან მასას. ცომი მზადაა, გამოაცხეთ მშრალ ტაფაზე.

ვახშამი: სოკოსა და ყველის ჟულიენი


მოხარშეთ 200 გ ქათმის ფილე. დაჭერით კუბიკებად. დაჭერით 150 გ შამპინიონი თხელ ნაჭრებად. დაასხით ტაფაზე 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი. დაალაგეთ ტაფაზე სოკოები. დაუმატეთ 1 თავი ხახვი(დაჭრილი). მოთუშეთ სანელებლებით. სითხეს მიეცით აორთქლების საშუალება. დაუმატეთ ტაფას ქათამი. ცალკე ათქვიფეთ 200 მლ რძე და 2 ს.კ. სიმინდის სახამებელი. დაასხით ტაფაზე. მოთუშეთ 1-2 წუთით. გადაიტანეთ ჟულიენი სილიკონის ფორმაზე, მოაყარეთ 70 გ დახეხილი ყველი და აცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთით.



რაც შეეხება სასუსნავებს. თუ ძალიან მოგშივდებათ, შეგიძლიათ ძირითად კვებამდე მიირთვათ 100 გ უცხიმო ხაჭო ან ქატოს ფუნთუშა, დალიეთ ნახევარი ჭიქა კეფირი ან ნატურალური მაწონი.

დადებითი გამოხმაურებები ამ დიეტას პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან აქვს. დიპლომირებული დიეტოლოგებიც კი პაციენტებს, ხშირად, დიუკანის დიეტას სთავაზობენ ჭარბი წონის წინააღმდეგ. თუ გახდომაზე ფიქრი დაიწყეთ და უკვე რამდენიმე სხვადასხვა დიეტა სცადეთ, გირჩევთ დიუკანს. ასე თქვენ მალევე მოხვდებით გამხდართა სიაში. გისურვებთ წარმატებას!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.