» » » 10 - წუთიანი მასაჟი ფეხისთვის დაღლილობის მოსახსნელად

10 - წუთიანი მასაჟი ფეხისთვის დაღლილობის მოსახსნელად

ფეხები მუდმივად მოვლილი და დასვენებული რომ გქონდეთ, ყოველკვირეული გაიკეთეთ სარელაქსაციო მასაჟი. წინასწარ ჩაყავით ფეხები თბილ წყალში, რომელსაც 2 წვეთ პიტნის ან ლავანდის ეთერზეთს დაუმატებთ. 5 წუთის შემდეგ გაიმშრალეთ ფეხი. წელს უკან ბალიშები ამოიდეთ და მარჯვენა ტერფი მარცხენა ფეხის მუხლზე დაიდეთ.
10 - წუთიანი მასაჟი ფეხისთვის დაღლილობის მოსახსნელად
  1. წაისვით ზეთი ან ლოსიონი ხელისგულებზე, მოიქციეთ მარცხენა ფეხი ხელებში. დაიმასაჟეთ ტერფები ხელისგულებით უკანა და წინა მიმართულებით, რომ გაითბოთ ეს ადგილი.

  2. ორივე ცერა თითის მტკიცე დაჭერით დაიმასაჟეთ ფეხისგული ქუსლიდან ფეხის თითებამდე.

  3. ორივე ხელით დაიჭირეთ ფეხის უკანა მხარე და ცერა თითებით ნაზად დაიზილეთ ტერფის ზედა ნაწილი ფეხისგულისკენ. გაიმეოროთ სამჯერ.

  4. მოხარეთ ფეხი. მარცხენა ფეხი ერთი ხელით დაიჭირეთ, მეორე ხელი მომუშტეთ და მუშტი ფეხისგულებზე ნელა გაუსვ-გამოუსვით.

  5. ქუსლი მარცხენა ხელით დაიჭირეთ, თითები კი მარჯვენათი. სათითაოდ დაამუშავეთ და ამოძრავეთ ფეხის თითები და შემდეგ ოდნავ მოღუნეთ. ყველა თითი სათითაოდ დაიმასაჟეთ.

  6. ორივე ხელის თითებით, მსუბუქი, წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ კოჭის მიდამოები და ახლა მარჯვენა ფეხს დაუთმეთ დრო.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.