თითქმის ერთი თვის წინ მამაჩემი ინსულტის შეტევით საავადმყოფოში მოხვდა, ორი კვირა რეანიმაციაში გაატარა და უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც სახლში გამოწერეს. გუშინ თავად ჭამა შეძლო, ხოლო მის ფეხებს მოძრაობა ნელ-ნელა უბრუნდება.
ბოლო დროს ბევრი ინფორმაცია წავიკითხე და გადავხედე, თუ რთული სიტუაციის შემდეგ ძალები როგორ აღვიდგინოთ. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ახლობელმა რეაბილიტოლოგმა მითხრა.
ვარჯიში ფეხებისთვის
როცა დაავადების შედეგად ადამიანს მოძრაობა შეზღუდული აქვს (ინფარქტი, ინსულტი, პოლიართრიტი) მასში სიცოცხლის, მოძრაობის წყურვილი მაინც არის და ინვალიდის სავარძელში ან საწოლზე მიჯაჭვას ვერავინ აიძულებს. ამ შემთხვევაში აღმდგენი ვარჯიში დამხმარის სახით გვევლინება. იმ ვარჯიშის შესახებ, რომელზეც დღეს მინდა გიამბობთ, უბრალოდ სასწაულმოქმედია.
ეს მეთოდი ჯერ კიდევ 100 წლის წინ ტიბეტელმა ლამამ შეიმუშავა, ხოლო თანამედროვე ადამიანისთვის სულ ცოტა ხნის წინ გახდა. "რჩევების" რედაქცია გთავაზობთ უნივერსალურ ვარჯიშს - თითების გადაჯვარედინებას გაეცნოთ რომელიც ფეხებს ახალგაზრდობას და მოძრაობას დაუბრუნებთ.
ასევე კარგია ამ ვარჯიშის პროფილაქტიკის მიზნით გაკეთება, თუ არ გსურთ რომ სიბერე უეცრად თავს დაგატყდეთ.
ჯანსაღი ტერფები და მუხლები ნიშნავს განსხვავებას ფეხით სიარულსა და ეტლში ჯდომას შორის. ამ ვარჯიშის გულმოდგინედ შესრულება ცხოვრების განმავლობაში ტერფების მიერ მიყენებულ ზიანს გამოასწორებს.
ხელის და ფეხის თითების გადაჯვარედინება მჯდომარე პოზაში
1. იატაკზე ან სკამზე დაჯექით. მარცხენა მუხლი მოღუნეთ, ფეხი თქვენსკენ მისწიეთ, შემდეგ კი მარცხენა ტერფი ორივე ხელით დაიჭირეთ.
2. მარჯვენა ხელის თითები მარცხენა ფეხის თითებთან გადააჯვარედინეთ.
3. ფეხის თითის ბოლოები ქუსლის კუნთებით მუხლებისკენ მიმართეთ და ერთმანეთს დააშორეთ.
4. ასეთი მდგომარეობა 1 წუთის განმავლობაში შეინარჩუნეთ, შემდეგ ვარჯიში მეორე ფეხზე შეასრულეთ. ამ ვარჯიშის შესრულების დროს ყურადღება მიაქციეთ, როგორ შეიცვლება ტერფების ფერი სისხლის მიმოქცევის გაძლიერების წყალობით.
5. თუ ხელის თითებით ფეხის თითებს ვერ სწვდებით, სცადეთ ფეხის თითები ხელისგულებით დაიჭიროთ. ფეხის თითები მუხლების მხარეს დაჭიმეთ და რაც შეიძლება სხვადასხვა მხარეს გაშალეთ.
ტერფების კუნთების დაჭიმვის 1 კვირიანი ვარჯიშის შემდეგ შეგიძლიათ ხელის დიდი თითით ფეხის დიდი თითის რეფლექტურ წერტილზე დაწოლა დაიწყოთ. ამასთან მეორე ხელის დიდი თითით ფეხის დიდ თითს უფრო მეტი დაჭიმულობა შემატოთ, მეორე თითიდან უფრო შორს გასწიოთ. ასევე ნეკა და დიდი თითი საპირისპირო მხარეს გასწიეთ.
ეცადეთ ვარჯიშის ხანგრძლივობა ყოველდღე გაზარდოთ, დაიწყეთ დღეში 5 წუთით.
ხელების და ფეხების გადაჯვარედინება დაწოლილ მდგომარეობაში
1. ზურგზე დაწექით, თავქვეშ დაკეცილი გადასაფარებელი ან წიგნი ამოიდეთ. ორივე მუხლი მოხარეთ და ტერფები დუნდულების გასწვრივ გქონდეთ.
2. მარჯვენა მუხლი ასწიეთ მკერდისკენ და მარჯვენა ფეხის ტერფი მარცხენა ბარძაყს მიადე. მარჯვენა ფეხის ტერფი მარცხენა ხელთან გააჩერეთ.
3. მარცხენა ხელის თითები მარჯვენა ფეხის თითთან გადააჯვარედინეთ, თითები თითებს შორის ღრმად გქონდეთ ჩადებული.
4. ასეთი მდგომარეობა შეინარჩუნეთ, მარჯვენა ტერფი გადასწიეთ და ფეხის თითები მარჯვენა ბარძაყისკენ მიმართეთ.
5. ამ შესაძლებლობის დუნდულების გასამკვრივებლად გამოსაყენებლად, მარცხენა ფეხი იატაკიდან ასწიეთ და მარცხენა მუხლი მკერდთან მიიტანეთ.
მარჯვენა ხელით მარჯვენა მუხლი ან მარჯვენა ტერფი დაიჭირეთ, რომ მარცხენა ბარძაყიდან არ გადმოვიდეს (თუ ხელით ფეხის თითებზე მიწვდომა გიჭირთ, მარცხენა ტერფის ქვეშ სქელი წიგნი დაიდეთ, ამასთან თავის ქვეშ სიმაღლე გაზარდეთ).
6. მარჯვენა ფეხი დასწიეთ და მსგავსი ვარჯიში მეორე ფეხით შეასრულეთ.
გული არ დაგწყდეთ, თუ საწყის ეტაპზე ვარჯიში დისკომფორტს იწვევს, რადგან რაც უფრო ძლიერია ტკივილია, სადაც ფეხს ჭიმავთ, მით უფრო სასარგებლო იქნება ეს ვარჯიში მომავალში. ეცადეთ რამე კარგი გაიხსენოთ, რომ მან ღიმილი გამოიწვიოს, ღრმად და ნელა ისუნთქეთ და თავად გაოცდებით, როგორ სწრაფად გაქრება ტკივილი და გაღიზიანება.
უფრო მარტივია ტერფის სუსტი ტკივილის ატანა, ვიდრე მომავალში მთელი სხეულის ძლიერი ტკივილის განცდა!
რედაქციის რჩევა
ჯერ კიდევ ძველმა ჩინელებმა შენიშნეს, რომ პირველად ფეხები იწყებს დაბერებას, შემდეგ კი მთელი ორგანიზმი. სწორედ ფეხებში არის მოთავსებული ბევრი ნერვული დაბოლოება და რეფლექსის ზონა.
როგორც ხედავთ, ყველაფერი ბევრად მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ეს ვარჯიში პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენეთ, ასევე რთულ სიტუაციებში აღდგენის მეთოდის სახით.
ხელების და ფეხების გადაჯვარედინება კვლავ სიარულის სწავლაში დაგეხმარებათ, თუ საკმარისად მომთმენი და საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი იქნებით. არ დაგავიწყდეთ, რომ ფეხზე 10 თითი გაქვთ და თითოეულს მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიაქციოთ.
ვიმედოვნებთ, რომ ეს მარტივი ვარჯიში ახალგაზრდობის და ფეხების მოძრაობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ამ სასწაულმოქმედი მეთოდის შესახებ მეგობრებს უამბეთ, შესაძლოა, რომელიმე მათგანისთვის ეს თემა აქტუალური იყოს!