45 მლ-ის დასამზადებლად საჭიროა
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ ხორბლის ჩანასახის ზეთი
- 1 ს/კ ვარდის ნაყოფის ზეთი
- 1 ს/კ ნუშის ზეთი
- 8 წვეთი ნეროლის ეთერზეთი
- 4 წვეთი საკმევლის ეთერზეთი
- 2 წვეთი ბერგამოტის ეთერზეთი
- 2 წვეთი მანდარინის ეთერზეთი
მომზადების წესი:
- თასში ერთმანეთს აურიეთ ზეთები.
- ზეთების ნარევს დაუმატეთ ეთერზეთები.
- გადაიტანეთ სტერილურ ბოთლში და დაახურეთ ჰერმეტულად. შეინახეთ გრილსა და ბნელ ადგილას. შენახვის ვადაა 3 თვე.
გამოყენების წესი:
ნაზად დაიზილეთ კანი. გამოიყენეთ აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ, რათა კანი კარგად დატენიანდეს.