» » » ტანის ზეთი მზით დამწვრობის, დანაოჭებული და ნაიარევი კანის სამკურნალოდ

ტანის ზეთი მზით დამწვრობის, დანაოჭებული და ნაიარევი კანის სამკურნალოდ

ტანის ეს ზეთი ისეთ მკვებავ ზეთებსა და ეთერზეთებს შეიცავს, რომლებიც უჯრედის წარმოქმნის ხელშეწყობითაა ცნობილი. ეს კი კარგია ჭრილობების, დამწვრობისა და სტრიების მოსაშუშებლად. ვარდის ნაყოფის ზეთში უხვადაა ნახევარად უჯერი ცხიმოვანი და ლინოლეის მჟავები, რაც კანის ქსოვილის აღდგენასა და წარმოქმნას უწყობს ხელს. შესაბამისად, ეს ზეთი სასარგებლოა მზით დამწვრობის, დანაოჭებული და ნაიარევი კანის სამკურნალოდ.

45 მლ-ის დასაამზადებლად დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:
  • 2 ს/კ ვარდის ნაყოფის ზეთი
  • 1 ს/კ ნუშის ზეთი
  • 6 წვეთი საკმევლის ეთერზეთი
  • 6 წვეთი ვარდის ეთერზეთი
  • 4 წვეთი გერანის ეთერზეთი
  • 2 წვეთი მირისის ეთერზეთი

მომზადების წესი:
თასში ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეურიეთ.
მიღებული მასა ჩაასხით სტერილურ ბოთლში და დაახურეთ ჰერმენტულად. შეინახეთ გრილსა და ბნელ ადგილას. შენახვის ვადაა 3 თვე.
ტანის ზეთი მზით დამწვრობის, დანაოჭებული და ნაიარევი კანის სამკურნალოდ

გამოყენების წესი:
დაიზილეთ კანი, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ მშრალ კერებს, ნაიარევ ადგილებსა და სტრიებს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.