45 მლ-ის დასამზადებლად დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები:
- 2 ს/კ ნუშის ზეთი
- 1 ს/კ ჟოჟობას ზეთი
- 5 წვეთი ლიმონის ეთერზეთი
- 5 წვეთი გრეიპფრუტის ეთერზეთი
- 5 წვეთი მანდარინის ეთერზეთი
მომზადების წესი:
თასში ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეურიეთ.
მიღებული მასა ჩაასხით სტერილურ ბოთლში და დაახურეთ ჰერმეტულად. შეინახეთ გრილსა და ბნელ ადგილას. შენახვის ვადაა 3 თვე.
გამოყენების წესი:
დაიზილეთ კანი. დაელოდეთ ზეთის კანში შეწოვას და შემდეგ ჩაიცვით.