» » » ანტისტრესული ზეთი - დაიზლეთ კანი ძილის წინ და ღამით მშვიდად დაგეძინებათ

ანტისტრესული ზეთი - დაიზლეთ კანი ძილის წინ და ღამით მშვიდად დაგეძინებათ

სტრესმა უამრავი დაავადება შეიძლება გამოიწვიოს. უმკურნალეთ თავს ამ არომათერაპიით, რომელიც ეთერზეთები ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მოქმედებაზეა აგებული. ეს ანტისტრესული სამასაჟე ზეთი შედგება სურნელოვანი და განწყობის ამამაღლებელი ნეროლისა და ფორთოხლის ეთერზეთებისგან, რომლებიც ამ რეცეპტში გამამხნევებელ სანდალის ხისა და საკმეველის ზეთებთანაა შერწყმული და ორგანიზმს ნერვიული დაძაბულობისგან გათავისუფლებაში ეხმარება.

45 მლ-ის დასამზადებლად დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:
  • 1 ს/კ ნუშის ზეთი
  • 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 1 ს/კ ავოკადოს ზეთი
  • 6 წვეთი ნეროლის ეთერზეთი
  • 4 წვეთი საკმევლის ეთერზეთი
  • 4 წვეთი ბერგამოტის ეთერზეთი
  • 4 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი
  • 2 წვეთი სანდალის ხის ეთერზეთი

მომზადების წესი:
ინგრედიენტები ერთმანეთს შეურიეთ.
მიღებული მასა ჩაასხით სტერილურ ბოთლში და დაახურეთ ჰერმენტულად. შეინახეთ გრილსა და ბნელ ადგილას. შენახვის ვადაა 3 თვე.

გამოყენების წესი:
დაიზილეთ კანი ძილის წინ და ღამით მშვიდად დაგეძინებათ. დაელოდეთ ზეთის კანში შეწოვას და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაიცვით.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.